მარტი25 , 2024
"სარტყელი და გზა"ჩინეთის ექსპერტი 2019ქართული კინოსა და თეატრის წარმატება ჩინეთში

ქართული კინოსა და თეატრის წარმატება ჩინეთში

თეონა გელაშვილი

-

- Advertisment -spot_img

ქართველი კინომატოგრაფების წარმატებები პეკინის კინოფესტივალზე უკვე ცალსახა ხდება და ჩვენც ყოველ წელს მათგან ველით დიდ წარმატებებს. პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალი 2011 წელს დაარსდა და რამდენიმე წელიწადში უკვე იქცა მსოფლიოს გამოჩენილი და წარმატებული კინემატოგრაფისტების თავშეყრის ადგილად. 

ქართველი კინომატოგრაფებისათვის საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა 2017 წელი. პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე 10 მთავარი ჯილდოდან 4 ქართველ კინემატოგრაფისტებს ერგოთ. კინოფესტივალის საუკეთესო მხატვრული ფილმი გიორგი ბარაბაძის “ლუკა” გახდა. ამავე ფილმში ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის კი ლია კაპანაძე დააჯილდოვეს. ფილმს “სხვისი სახლი” კი ასევე 2 პრიზი ხვდა წილად – საუკეთესო რეჟისურისთვის და საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის. რუსუდან გლურჯიძეს ჯილდო ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა ჟან რენომ გადასცა, რომელიც 2017 წელს. პეკინის კინოფესტივალის საერთაშორისო ჟიურის წევრი იყო.

2018 წელს პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე წარდგენილმა ორმა ქართულმა ნამუშევარმა “დედე” და “საშიში დედა” ფესტივალის მთავარ ნომიციაში გაიმარჯვა. ქართულ ფილმებს ჯილდო შეხვდათ ისეთ ნომინაციებში, როგორიცაა: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისურა, ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი და საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი.  საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის ანა ურუშაძე დაჯილდოვდა და მას ეს ჯილდო თავად კინოფესტივალის ჟიურის პრეზიდენტმა ვონგ კარ ვაიმ გადასცა. საუკეთესო რეჟისურისთვის ჯილდო მარიამ ხაჭვანს ერგო, ხოლო საუკეთესო მსახიობი ქალისთვის ჯილდო ნატო მურვანიძეს მიანიჭეს ფილმისთვის “საშიში დედა“.  საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის კი  მინდია ესაძემ მოიპოვა ჯილდო ფილმისთვის “დედე”.

2019 წლის ზაფხული წარმატებული აღმოჩნდა ასევე თეატრისათვისაც. „ირა კოხრეიძის ინკლუზიური თეატრის“ დასი, 12 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით, მონაწილეობდა პეკინის „ახალგაზრდული თეატრის“ ფესტივალში, სადაც მათ მიერ პიესა „კონტაქტი“-ს მიხედვით, წარმოდგენილ იქნა ამავე სახელწოდების სპექტაკლი. 
„ირა კოხრეიძის ინკლუზიური თეატრის“ ძირითადი სამსახიობო შემადგენლობა სპეციალური საჭიროების მქონე პირია (შშმ). მათი ასაკი 14 დან 30 წლამდეა (დაუნის სინდრომი, აუტისტური სპექტრი, უსინათლო, თალასემია და ა.შ.). ასევე, დასში გაწევრიანებულია ტიპიური განვითარების მსახიობები და ხელოვანები. გამომდინარე დასის განსაკუთრებული შემადგენლობისა, აღნიშნული გასტროლები მათი სოციალური ინტეგრაციისთვის და პროფესიული გამოცდილებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები