მარტი28 , 2024
კულტურამეცნიერებაჩინეთი ღამის ცის გასანათებლად "ხელოვნური მთვარის" დამონტაჟებას გეგმავს

[:ka]ჩინეთი ღამის ცის გასანათებლად “ხელოვნური მთვარის” დამონტაჟებას გეგმავს[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

2020 წლისთვის ჩინელი მეცნიერები ცაზე ხელოვნური მთვარის დამონტაჟებას გეგმავენ, რათა დაღამების შემდგომ ბნელი ქუჩები განათდეს.

მეცნიერები აპირებენ ადამიანის მიერ შექმნილი მთვარე ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთში, სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩენგტუს თავზე დაამონტაჟონ. ციური სხეულის იმიტაციას – არსებითად – ნათელ სატელიტს ექნება ამრეკლავი საფარი, რომელიც მზის შუქს უკან დედამიწისკენ დააბრუნებს, ამგვარი სინათლე ღამის განათებას ჩაანაცვლებს.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ასეთი სახით მიღებული სინათლე შესაძლოა 8-ჯერ უფრო შუქმფენი იყოს, ვიდრე ნამდვილი მთვარის. ასე მთვარეს დედამიწასთან კიდევ უფრო მოაახლოებს. დაახლოებით 500 კმ (310 მილი) დაშორებით, ნამდვილ მთვარესთან შედარებით 380.000 კმ (236,000 მილი).

თუმცა ეს ამბიციური გეგმა ღამის ცას სრულიად მაინც ვერ გაანათებს. მისი მოსალოდნელი სიკაშკაშე, ადამიანის თვალში დაახლოებით ნორმალური ქუჩის განათების ერთი მეხუთედია.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ახალი მთვარეები ქალაქს ელექტროენერგიის ყოველწლიურ ხარჯებს შეუმცირებს და დაახლოებით 173 მლნ დოლარს დაუზოგავს.  ეს წამოწყება ასევე შესაძლოა გამოდგეს დაბნელებისა და ბუნებრივი კატასტროფების დროს პირველადი რეაგირებისთვის. თუ ეს პროექტი გაამართლებს, 2022 წლისთვის ღამიც ცას კიდევ სამი ხელოვნური მთვარე დაემატება. თუმცა იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს გეგმის ეფექტურობა და გამოირიცხოს გარემოზე მავნებლური ეფექტი ამ ყველაფრისთვის ბევრი კვლევის ჩატარებაა საჭირო.

კვლევები და “ხელოვნური მთვარის” ტესტირებები მხოლოდ უკაცრიელ უდაბნოში ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ სინათლის სხივები ხელს არ შეუშლის ადამიანს.

ეს ინიციატივა არ არის ახალი. მსგავსი მცდელობა 90-იან წლებში რუსეთს ჰქონდა,  რაც მიზანად ისახავდა მზისგან მიტოვებული ჩრდილოეთის ქალაქებისთვის ორი სარკის მიერ არეკლილი მზის სინათლის მიწოდებას. თუმცა პროექტი ტექნიკურად განუხორციელებელი დარჩა.

[:]

SourceTIME

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები