ჩინეთის პოლიტიკური სისტემის მიმოხილვა კონსტიტუციით დავიწყოთ. დოკუმენტით, რომელიც პირველად 1954 წელს მიიღეს. მას შემდეგ ის 1975 და 1978 წლებში შეიცვალა. დღევანდელი კონსტიტუცია კი 1982 წელს იქნა მიღებული, რომელამდეც წინა ვერსიებს შორის სხვაობა საკმაოდ დიდი იყო. 1982 წლის შემდეგ კი ის კვლავ შეიცვალა 1988,1993,1999,2004 და 2018 წლებში, თუმცა ძირითადი ტექსტი თანხვედრაშია 1982 წლის კონსტიტუციასთან.

მნიშვნელოვანია, 2018 წლის ცვლილებება, რადგან ის ითვალისწინებს ძალაუფლების პრეზიდენტ სი ძინფინგის ხელში კონსოლიდაციას. ამ ცვლილებებმა გააუქმეს პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის არჩევის 5 წლიანი ვადა.

პოლიტბიურო

ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ჩინეთის პოლიტიკას ეხება, თავდაპირველად განიხილება პოლიტიკურ ბიუროში, რომლის 25 წევრიც არჩეულია პარტიის ცენტრალური კომიტეტის მიერ. მისი წევრების ცვლილება ძალიან რთული პროცედურაა. იმისთვის, რომ პოლიტიკოსი პოლიტბიუროს წევრი გახდეს,საჭიროა საუცხოოდ წარმატებული პოლიტიკური კარიერა, გავლენიანი მხარდამჭერები და ხანგრძლივი პროცედურის გავლა. პოლიტბიუროში ხშირად შედიან დიდი ქალაქების ( შანხაი, პეკინი ) და მსხვილი პროვინციების ( გუანგდონგი )-ის მდივნები. თუ გადავხედავთ, თუ რამდენად დიდია ჩინეთის მსხვილი ქალაქების და პროვინციების მოსახლეობა, პარტიის ბევრი მდივანი იმაზე მეტ ადამიანს წარმოადგენს, ვიდრე უმეტესობა ევროპული ქვეყნის ლიდერი.

ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის გადაწყვეტილების მიმღები ჩინეთში არის მუდმივი კომიტეტი, რომელცი პოლიტბიუროს ნაწილია. ის 7 წევრისგან შედგება და ისინი ჩინეთის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსები არიან. კომიტეტის ამჟამინდერი წევრები გახლავთ სი ძინფინგი ( პრეზიდენტი), ჰან ჭენგი, ვანგ ჰუნინგი, ლი ჭანშუ, ლი ქეციანგი( პრემიერ მინისტრი) ვანგ იანგი და ჭაო ლიძი.

საიდუმლოთია მოცული მუდმივი კომიტეტის საქმიანობის დეტალები, თუმცა ისინი რეგულარულად იკრიბებიან მნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბროდ. ის, თუ რა ხდება შეხვედრებზე, არასოდეს ხდება საზოგადოების განხილვის საკითხი.

პოლიტბიურო ასევე აკონტროლებს სამ სხვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ დეპარტამენტსაც. ესენია:

  1. ეროვნული სახალხო კონგრესი ( იგივე პარლამენტი )
  2. სახელმწიფო საბჭო ( მთავრობის ადმინისტრაცული ფრთა )
  3. სამხედრო ურთიერთობების კომისია, რომელიც აკონტროლებს ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს

ქვეყნის პირველი პირი პრეზიდენტია. ამჟამინდელი პრეზიდენტი სი ძინფინგი 2012 წელს აირჩა. მოსალოდნელი იყო, რომ ის 10 წლით დარჩებოდა თანამდებობაზე, თუმცა ეს ყველაფერი 2018 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებმა შეცვალა. მთავრობის ხელმძღვანელი და სახელმწიფო საბჭოს ლიდერი პრემიერი ლი ქეციანგია, რომელიც ასევე 2012 წლიდან იკავებს ამ პოზიციას.

ცენტრალური კომიტეტი

ცენტრალურ კომიტეტს ჩინეთის კომუნისტური პარტიის ეროვნული კონგრესი ხუთ წელიწადში ერთხელ ირჩევს. ის 205 სრულუფლებიანი და 171 ნაკლები უფლებამოსილების მქონე “ალტერნატიული წევრისგან” შედგება. კომიტეტი ყოველ რამდენიმე თვეში ერთხელ იკრიბება. მაშინ, როცა ეროვნული სახალხო კონგრესი არ იკრიბება, უმაღლეს ორგანოს სწორედ ცენტრალური კომიტეტი წარმოადგენს. ჩინეთის კონსტიტუციაში წერია, რომ ცენტრალურ კომიტეტს აქვს უფლება, აირჩიოს გენერალური მდივანი, პოლიტბიუროს წევრები, მუდმივი კომიტეტი და სამხედრო ურთიერთობების კომისია.

ეროვნული სახალხო კონგრესი

ჩინეთის 1982 წლის კონსტიტუციით ქვეყნის ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ორგანო ეროვნული სახალხო კონგრესია ( NPC ) – ჩინეთის ერთპალატიანი აღმასრულებელი ორგანო. კონგრესი 2270 წევრისგან შედგება და ისინი ირჩევიან ჩინეთის პროვინციებიდან, ავტონომიური რეგიონებიდან, მუნიციპალიტეტებსა და შეიარაღებული ძალებიდან. დელეგატები თანამდებობაზე 5 წლით რჩებიან. სრული შემადგენლობით კონგრესი ყოველი წლის მარტში იკრიბება და შეხვედრების სერია 2 კვირა გრძელდება. ჩინეთს მსოფლიოში ყველაზე დიდი საკანონმდებლო ორგანო აქვს.

ეროვნული სახალხო კონგრესი ირჩევს ქვეყნის პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტს, სამხედრო ურთიერთობების კომისიის თავჯდომარეს და უზენაესი სახალხო სასამართლოს პრეზიდენტს.

სახელმწიფო საბჭო

სახელმწიფო საბჭო პასუხისმგებელია, რომ ნაციონალური დონიდან მმართველი პარტის პოლიტიკა სათანადოდ გატარდეს ადგილობრივ დონეზე. თეორიულად, სახელმწიფო საბჭო ოფიციალურად პასუხს აგებს ეროვნული სახალხო კონგრესის წინაშე. თუმცა პრაქტიკაში ისე ხდება, რომ NPC ფორმალურად ადასტურებს სახელმწიფო საბჭოს მიერ მიღებულ კანონებს. საბჭოს მთავარი ვალდებულებაა სახელმწიფო ბიუჯეტის დადგენა, რაც პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ქვეყნის მოსახლეობაზე.

საბჭო სრული შემადგენლობით იკრიბება თვეში ერთხელ, თუმცა მასზე მნიშვნელოვანი მუდმივი კომიტეტი უფრო ხშირად იკრიბება, ზოგჯერ კვირაში ორჯერაც კი. ის შედგება ქვეყნის პრემიერისგან, 4 ვიცე პრემიერისგან და სახელმწიფო მდივნისგან.

სამხედრო ურთიერთობების კომისია

ჩინეთის სახალხო გამათავისუფლებელი არმია შედგება 2,25 მილიონი სამხედროსგან, რომელიც მუდამ იცავდა პარტიასა და ქვეყნის საზღვრებს. კომუნისტური მმართველობის პირველ წლებში, მაღალ თანამდებობაზე მყოფი სახელმწიფო პირები გამორჩეულები იყვნენ წარმატებული სამხედრო კარიერითაც.

სასამართლო

ჩინეთის სასამართლო არ აცხადებს პრეტენზიას მმართველი პარტიისგან დამოუკიდებლობაზე. სასამართლოს ორივე მთავარი ორგანო პასუხს აგებს ეროვნული სახალხო კონგრესის წინაშე. უზენაესი სახალხო პროკურორი არის უმაღლესი საზედამხედველო თანამდებობა, რომლის მოვალეობაც კონსტიტუციის, კანონის და ადამიანთა უფლებების დაცვაა. უზენაესი სახალხო სასამართლო წარმოადგენს სახალხო სასამართლოს უმაღლეს ორგანოს.