[:ka]

ეკონომიკის ზრდის შენელებულ ტემპთან გასამკლავებლად ჩინეთის ხელისუფლება დაუბრუნდა იმ იარაღს, რომელმაც წარსულში იმუშავა: ფლის მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დახარჯვა.

ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომისიამ, რომელცი ჩინეთის ეკონომიკის ძირითად მიმართულებებს გეგმავს, დააჩქარა განხილვის პროცესი და დაადასტურა 27 ინფრასტრუქტურული პროექტი, ჯამური ღირებულებით 1,48 ტრილიონი იუანი ( $219,43 მილიარდი). პრეოქტები ოფიციალურად 2018 წლიდან დამტკიცდა. 16 მათგანი კი, სულ 1,1 ტრილიონი იუანის ღირებულების დადასტურდა 2018 წლის ნოემბერში.

სტატიაში შემოგთავაზებთ 10 ყველაზე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომლებიც 2018 წლის დასაწყისიდან დამტკიდა და თითოეული მათგანის ღირებულება აღემატება 50 მილიარდ იუანს ( $7,41 მილიარდი ). ათივე პროექტის ჯამური ირებულება 1,158 ტრილიონი იუანია და ამ თანხის დახარჯვა იგეგმება შემდეგი 6 წლის მანძილზე. რაც 2018 წლიდან დამტკიცებული ინფრასტრუქტურული პროექტების 78%-ს შეადგენს.

უპილოტო მეტრო შანხაიში პირველად 2018 წლის მარტში დაიტესტა

1. შანხაის ურბანული რკინიგზის გაფართოება ( $44,23 მილიარდი )

დამატებითი 6 ახალი მეტროს ხაზისა და სამი დამატებითი ქალაქთშორისი რკინიგზის აშენება 2018-დან 2023 წლამდე იგეგმება. პროექტის ფარგლებში იგეგმება დამატებითი 286 კილომეტრის სიგრძის სარკინიგზო ხაზის დამატება და მისი ღირებულება 298,5 მილიარდი იუანია. პროექტის მიზანია უკეთ დააკავშიროს ერთმანეთთან ფინანსური ჰაბის ორი აეროპორტი და ორი მსხვილი სარკინიგზო სადგური.

2. ქალაქთშორისი რკინიგზის აშენება მდინარე იანძიზე ძიანგსუს პროვინციაში ( $34,35 მილიარდი )

ძიანგსუს პროვინციაში იგეგმება რვა რეგიონლური ქალაქთშორისირკინიგზის აშენება, რათა შემცირდეს პროვინციის დედაქალაქიდან სხვა ქალაქებამდე გადაადგილების დრო. ზოგიერთი ხაზი დედაქალაქს ანხუეის პროვინციის მეზობელ მუნიციპალიტეტებთანაც დააკავშირებს. პროექტი ჯამში 23,7 მილიარდი იუანი დაჯდება და მშენებლობა 2025 წლისთვის დასრულდება.

3. უხანის ურბანული რკინიგზა ( $21,78 მილიარდი )

მეეტროს ოთხი დამატებითი ხაზი და ოთხი ურბანული ექსპრეს ხაზი აშენდება ქალაქ უხანში. ჯამური ინვესტიციები 146,9 მილიარდ იუანს შეადგენს. მშენებლობის პროცესი 2019-2024 წლებშია დაგეგმილი.

4. ქალაქთშორისი სარკინიგზო ხაზი აღმოსავლეთ კუანგტუნგში( $14,86 მილიარდი )

აღნიშნული პროექტის ჯამური ღირებულება 100,2 მილიარდი იუანია და დააკავშირებს შემდეგ ქალაქებს: შანთოუ, შანვეი, ჩაოჭოუ და ძიეიანგი. ჯამში იგეგმება 320კმ სიგრძის სარკინიგზო ხაზის აშენება და მშენებლობა, რომელიც 2018 წელს დაიწყო. დამატებითი 140 კილომეტრი კი ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით ” საჭირო დროს დაიწყება”.

5. სუჭოუს ურბანული სატრანზიტო რკინიგზა ( $13,84 მილიარდი )

იგეგმება ოთხი ახალი ურბანული სარკინიგზო ხაზის აშენება სუჭოუში 2023 წლამდე. ჯამური ინვესტიციების რაოდენობა 93,32 მილიარდი იუანია. 4 ახალ ხაზს შორისაა 41 კილომეტრიანი ხაზი, რომელიც ქალაქს შანხაისთან აკავშირებს.

6. ჩანგჩუნის ურბანული სატრანზიტო რკინიგზა ( $10,55 მილიარდი )

ჩანგჩუნში 2019-2024 წლებსი იგეგმება სამი არსებული ხაზის გაფართოება და ოთხი ახალი ხაზის მშენებლობა. ჯამური ინვესტიციების რაოდენობა კი 71,14 მილიარდ იუანს შეადეგნს.

ახალი ხაზი სიანსა და იანანს შორის მგზავრობის დროს 2,5 საათიდან 50 წუთამდე შეამცირებს.

7. სიან-იანანის ჩქაროსნული რკინიგზა ($8,18 მილიარდი)

დაგეგმილი ჩქაროსნული რკინიგზა დააკავშირებს შაანსის პროვინციის ქალაქ ხიანსა და იანანს. რკინიგზა ასევე გაჩერდება პრეზიდენტ სი ძინფინგის მსობლიურ ქალაქ ფუფინგში, რომელიც პროვინციის შუაგულში მდებარეობს. პროექტის ღირებულება 55,16 მილიარდი იუანია და მისი დასრულება 4,5 წელში იგეგმება.

8. ხანჭოუს ურბანული სატრანზიტო რკინიგზა ( $8,3 მილიარდი )

დამატებითი 56,01 მილიარდი იუანის ბიუჯეტი დაუმტკიცდა უკვე დამტკიცებულ პროექტს ხანჭოუში. დამატებითი $6,22 მილიარდის ინვესტიციებით იგეგმება ახალი აეროპორტის ექსპრესის დამატება უშანის დასავლეთ სადგურიდან ხანჭოუს საერთაშორისო აეროპორტამდე. მშენებლობის დასრულება 2022 წელს იგეგმება აზიური თამაშებისთვის.

9. ჩუნცინ-ციენძიანის ჩქაროსნული რკინიგზა ( $7,93 მილიარდი )

ჩინეთის პირველი წყალქვეშა გვირაბი მდინარე იანძის ქვეშ – პირველი ჩქაროსნული რკინიგზა ჩონცინსა და ციენძიანს შორის უახლოესი 5 წლის მანძილზე აშენდება და მისი ღირებულება 53,5 მილიარდი იუანია. მის ფარგლებში იგეგმება 265კმ რკინიგზის აშენება, სადაც მატარებლები 350კმ/სთ სიჩქარით იმოძრავებენ.

10. კუანგსის ქალაქთშორისი სარკინიგზო ქსელი ( $7,67 მილიარდი )

ჯამური 51,7 მილიარდი ინვესტიცია ჩაიდება ორი ქალაქის დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობაშ კუანგსის პროვინციაში. ერთ-ერთი ქალაქი პროვინციის დედაქალაქი ნანნინგია, მეორე კი ულინი. მეორე ხაზი კი ნანნინგსა და ჩონგწუოს დააკავშირებს. სარკინიგზო ქსელის დასრულება 2023 წლისთვის იგეგმება და ის 500,000 მოსახლეობის მქონე მეზობელ ქალაქებს დააკავშირებს ერთმანეთთან.

[:]