მარტი28 , 2024
"სარტყელი და გზა"ჩინეთის ექსპერტი 2019ჭანგ ციენი და აბრეშუმის გზა

ჭანგ ციენი და აბრეშუმის გზა

ოთარ ჭიღლაძე

-

- Advertisment -spot_img

ძვ.წ. 202 წელს ლიუ პანგმა ხანის დინასტია დააარსა. ხანი ჩინეთის ისტორიაში პირველი დღეგრძელი დინასტია იყო, რომელიც გაერთიანებულ იმპერიას მართავდა. თავის თანამედროვე მსოფლიოში ხანის იმპერია ნამდვილად მოწინავე პოზიციებს იკავებდა ეკონომიკური თუ სამხედრო კუთხით, მაგრამ ის მაინც ჩაკეტილ სივრცეში იმყოფებოდა. იმ დროის ჩინელებს წარმოდგენა არ ჰქონდათ დასავლეთით არსებულ სხვა დიდ სახელმწიფოებზე. შესაბამისად, არ არსებობდა არც პოლიტიკური და არც ეკონომიკური კავშირები. ალექსანდრე დიდის ლაშქრობებმა აზია და ევროპა ერთმანეთს უფრო დაახლოვა. ბერძნებისა და რომაელების თვალსაწიერი ინდოეთამდე სწვდებოდა. ახლა უკვე დრო იყო შორეული აღმოსავლთიდან ჩინელებსაც გაეჭრათ არხი დასავლეთისკენ.

ძვ.წ. მეორე საუკუნის მეორე ნახევარში ხანის იმპერიამ გაარღვა ინფორმაციული ვაკუუმი და ცენტრალურ აზიას დაუკავშირდა. ეს მოხდა სრულიად შემთხვევით და არა წინასწარ გამიზნულად. საქმე ისაა, რომ ძვ.წ. მესამე საუკუნიდან მოყოლებული მომთაბარე სიონგნუს ტომები იმპერიის ჩრდილოეთ საზღვრებს აწიოკებდნენ. ხანის იმპერატორ უ ტის ( 156-87 ) იმედი ჰქონდა, რომ საერთო მტერთან ბრძოლაში მას დაეხმარებოდნენ სიონგნუს ძველი მოწინააღმდეგეები- იუეჭის ტომი. სწორედ მათთან დასაკავშირებლად და ალიანსის შესაქმნელად იმპერატორმა დასავლეთით გაგზავნა ასკაციანი რაზმი ჭანგ ციენით სათავეში.

ჭანგ ციენის მოგზაურობა სიძნელეებით სავსე გამოდგა. ძვ.წ. 138 წელს მან დატოვა დედაქალაქი ჩანანი. იუეჭისკენ მიმავალ გზაზე ის სიონგნუს მეომრებს ჩაუვარდა ტყვედ. ჭანგ ციენმა მომდევნო ათი წელი ტყვეობაში  გაატარა. მაგრამ, თავისი თავდაჭერილი ქცევით და განათლებით სიონგნუს ნდობა მოიპოვა და ცოლიც შეირთო. მიუხედავად ამისა, მას არ დავიწყნია დაკისრებული მისია. ათი წლის შემდეგ, როცა მან შანსი მომწიფებულად ჩათვალა,იგი ოჯახიანად გაიქცა დასავლეთით იუეჭის საძებნად. საბოლოოდ მან მიაკვლია იუეჭის ტომს თანამედროვე ტაჯიკეთის ტერიტორიაზე. სამწუხაროდ, იუეჭის არ სურდა ახალი ომის დაწყება და უარით გაისტუმრეს იგი. უკანა გზაზე მიმავალი ჭანგ ციენი ისევ სიონგნუს ტყვეობაში აღმოჩნდა. საბედნიეროდ, ამ დროს სიონგნუს მეფე გარდაიცვალა. ჭანგ ციენმა ისარგებლა ამით და ჩინეთისაკენ გაიქცა.

ძვ.წ. 125 წელს ჭანგ ციენმა ჩანანს მიაღწია. მან იმპერატორს წარუდგინა ცენტრალური აზიის, პართიის, ინდოეთისა და სელევკიდების იმპერიის აღწერა საკუთარი თვალით ნანახისა და სხვების მონაყოლზე დაფუძნებით. ჭანგ ციენის შეუდრეკელი ერთგულებისა და მოვალეობის გრძნობის წყალობით პირველად დაირღვა ინფორმაციული ბარიერი დასავლეთსა და ჩინეთს შორის. ამას მოჰყვა რამდენიმე ექსპედიცია დასავლეთით, რაც პართიის სამეფო კარზე ელჩობით დაგვირგვინდა. საპასუხოდ პართიის მეფემაც გაგზავნა ელჩობა ჩინეთში. პოლიტიკური კავშირების დამყარება საფუძველი გამოდგა ახალი სავაჭრო გზების განსავითარებლად, რომლებიც სულ მალე იმდენად განვითარდა, რომ რომიდან ჩანანამდე იჭიმებოდა.

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები