Home კულტურა ჰონგ – კონგმა ჩინური ფილმების პანორამა 2017-ს უმასპინძლა

[:ka]ჰონგ – კონგმა ჩინური ფილმების პანორამა 2017-ს უმასპინძლა [:]

0
4303
ჩინური ფილმების პანორამა 2017 [ფოტო/CGTN]

[:ka]

ყოველწლიური  ღონისძიება “ჩინური ფილმების პანორამა” ჰონგ – კონგის რამდენიმე ადგილას გაიმართა. ყველა დაინტერესებულ პირს საშუალება მიეცა თვალი გადაევლო 2017 წლის საუკეთესო ნამუშევრებისთვის.

2017 წლის პროგრამაში სულ 16 ფილმი შევიდა. ღონისძიების გახსნის პირველ დღეს მაყურებელს ფილმი “ჩინეთში დაბადებული” წარუდგინეს. ფილმის გადაღებაზე 5 კინემატოგრაფისტი მუშაობდა. ფილმი ჩინელმა რეჟისორმა ლუ ჩუანმა ფრანგ, ამერიკელ, ბრიტანელ და გერმანელ კოლეგებთან ერთად შექმნა. საერთაშორისო თანამშრომლობის კიდევ ერთი შედეგია ფილმი “მანძილი”, რომელიც გადაიღეს რეჟისორებმა ჩინეთიდან, სინგაპურიდან და ტაილანდიდან. “პანორამა 2017”-ის კიდევ ერთი ფილმია “სულის ბილიკი”.  ფილმებმა- “ზაფხული დასრულდა” და “დაკარგული სიყვარული”-ახალგაზრდებში პოპულარობა მოიპოვეს.

Action! Chinese Film Panorama 2017 opens in Hong Kong
ჩინური ფილმების პანორამა 2017 [ფოტო/CGTN]

ფილმების პანორამა 2017-ზე გამოცდილი რეჟისორების ნამუშევრებთან ერთად ნაჩვენები იყო დამწყებ რეჟისორთა სურათებიც, რომელთა შორის იყო პი ქანის “კაილი ბლუზი” და ვანგ სიუეპოს “დანა კამკამა წყალში”.

ჩინური ფილმების პანორამა დაარსდა 1997 წელს. მისი მიზანი ჰონგ – კონგსა და ჩინეთს შორის კულტურული კავშირის ხელშეწყობაა.

 [:]

NO COMMENTS