Home კულტურა რომელია ის ჩინური სიტყვები, რომლებსაც უცხოელები ყველაზე ხშირად იყენებენ

[:ka]რომელია ის ჩინური სიტყვები, რომლებსაც უცხოელები ყველაზე ხშირად იყენებენ[:]

0
2709
[ფოტო/CGTN]

[:ka]

ჩინური სიტყვები:

დღესდღეისობით, აღმოსავლეთისკენ უფრო მეტი უცხოელი ისწრაფვის. ქვეყნისკენ სწრაფვა იქაური კულტურისა და ისტორიის შესწავლასაც გულისხმობს. ჩინეთისადმი გაზრდილმა ინტერესმა, საზოგადოებაში ჩინური ენის შესწავლის სურვილის ზრდა გამოიწვია. დღეს, უფრო და უფრო მეტი ადამიანი ეუფლება ჩინურ ენას. ჩინური ენის სწავლასთან ერთად არ შეიძლება გვერდი ავუაროთ კულტურას, რადგან ჩინური ენა და კულტურა მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან. სიტყვები, რომელსაც სტატიაში გაგაცნობთ, კიდევ ერთი მაგალითია ზემოთხსენებულისა. უცხოელებმა ჩინური ენის შესწავლისას ჩინური თამაშების, საბრძოლო ხელოვნებისა და სამზარეულოს შესახებაც ბევრი რამ გაიგეს.

წარმოგიდგენთ პოპულარული სიტყვების რამდენიმე მაგალითს:

10 ყველაზე მეტად აღიარებული ჩინური სიტყვა [ფოტო/CGTN]

17 თებერვალს, ჩინეთის საერთაშორისო საგამომცემლო ჯგუფმა (CIPG) უცხოელთა მიერ ყველაზე ხშირად გამოყენებადი ჩინური სიტყვების სია გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, შაოლინი და ბუდისტური ტაძარი – 100 საერთაშორისოდ აღიარებულ ჩინურ სიტყვათა სათავეშია. სიაში აღიარებულ სიტყვათა უმრავლესობა კულტურას უკავშირდება. სიის მოწინავე ადგილებს იკავებს ჩუნძიე (გაზაფხულის ფესტივალი) და ჩუნგიანგი (ორმაგი ცხრიანის ფესტივალი).

დღესასწაულები [ფოტო/CGTN]
ჩინეთის ღირსშესანიშნაობებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს: ჩინეთის დიდი კედელი, აკრძალული ქალაქი, ტერაკოტას არმია და პანდა. სანახაობებთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად სწორედ ეს სიტყვები გამოიყენება.

ფართოდაა ცნობილი სიტყვა მაჰჯონგიც. მაჰჯონგი თამაშის სახეობაა, რომელიც  მთელს ჩინეთში ფართოდაა გავრცელებული. უკანასკნელ პერიოდში ის ქვეყნის ფარგლებსაც გასცდა და უკვე ბევრი მიმდევარი ჰყავს. ასევე, საბრძოლო ხელოვნებასთან დაკავშირებული სიტყვები თაი ჩი, უშუ და ციკუნგი სიის შემადგენელია.

დელიკატესები [ფოტო/CGTN]

ჩინური სამზარეულო თავისი საუცხოო, ეგზოტიკური დელიკატესებით მთელს მსოფლიოშია აღიარებული. ძიაო’წ (ჩინური პილმენი) და მანთოუ (ორთქლზე გამომცხვარი პური) უცხოელებს შორის ყველაზე ხშირად გამოყენებადი სიტყვებია.

რაც შეეხება სამეცნიერო და ტექნოლოგიურ სფეროს, აქ გამოყენებადი სიტყვებიდან ყველაზე მეტად ჭ’ფვუპაო (Alipay-ონლაინ გადახდის მობილური აპლიკაცია) გამოიყენება. Alipay-ს უცხოელები ჩინეთის ერთ-ერთ უახლეს და საუკეთესო გამოგონებად მიიჩნევენ, რომლის დახმარებითც საფულის ტარებისგან თავისუფლდები.

პოლიტიკასთან და ეკონომიკასთან დაკავშირებულმა სიტყვებმაც მოიპოვა ადგილი სიაში. მაგალითად მაღალსიჩქარიანი მაგისტრალი, რომლითაც ცნობილია “სარტყელი და გზა”.

ეს იმ სიტყვების მცირე ჩამონათვალია, რომლებმაც გლობალური სახე შეიძინა და ჩინეთის საზღვრებს გარეთ თავი დაიმკვიდრა. ჩინეთის ეკონომიკის ზრდამ და გავლენამ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოაქცია ჩინეთი, ჩინელები, ჩინური ენა და კულტურა. შეიძლება ითქვას ,რომ ეგზოტიკური ჩინეთი მსოფლიო პოპულარობის პიკშია.

 

 [:]

NO COMMENTS