მარტი24 , 2024
კულტურაპეკინის ცეკვის ფესტივალი

[:ka]პეკინის ცეკვის ფესტივალი[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

10 წელია რაც პეკინის ცეკვის ფესტივალი ჩინეთის დედაქალაქში თანამედროვე ცეკვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საზაფხულო დღესასწაულს წარმოადგენს. ყოველი წლის ივლისის თვეში, ფესტივალს სტუმრობს 300-ზე მეტი მოცეკვავე, 200-ზე მეტი მოცეკვავე სტუდენტი და ზოგადად, 5 000-ზე მეტი ღონისძიების მონაწილე. ისინი ჩინეთიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოდიან, ამასთან ერთად, ჩართულია დანარჩენი აზიაც, ისევე როგორც ამერიკა, ევროპა და აფრიკა.

2018 წლის ცეკვის ფესტივალი, რომელიც ორკვირიანი ღონისძიებაა, დაიწყება ცეკვის სასწავლო კვირა 20 ივლისიდან 26 ივლისამდე, წარმოდგენა კი გაიმართება 26 ივლისისად 31 ივლისამდე.

განათლების კვირეული მოიცავს საერთაშორისო ფაკულტეტებს, ცეკვის სამაგისტრო ქვეყნებს ჩინეთიდან, გერმანიადან, ავსტრალიადან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, იაპონიიდან, რუსეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ბარბადოსიდან. იქნება ექვსდღიანი ბანაკი, ყველა ჩარიცხული სტუდენტი, პროფესიული და სამოყვარულო, გაივლან ინტენსიურ, დინამიურ ტრენინგს თანამედროვე საცეკვაო სტილის შესახებ: ტექნიკა და მოძრაობები ქორეოგრაფიასა და მხატვრულ გამონათქვამებზე.

შესრულების კვირეული შედგება სამი ნაწილისაგან: “ფოკუსი” წარმოგიდგენთ საღამოს სპექტაკლებს, მათ შორის იქნებიან გერმანიიდან, ისრაელიდან და თაივანიდან; მეორე – “პლაცდარმი” აჩვენებს მსოფლიოს შემოქმედებით გონებაში მწვავე და გაბედულ ნამუშევრებს; მესამე – “ახალგაზრდული საცეკვაო მარათონი”კი არის  ღია პლატფორმა, რომელიც მიეძღვნება ყველა ახალგაზრდა ქორეოგრაფს, რათა წარმოაჩინონ თავიანთი ორიგინალური ნამუშევარი. ღონისძიების ეს ეტაპი ნებისმიერი მსურველისთვის ღიაა. მასზე რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ. რეგისტრაცია 15 მაისს დასრულდება.

თანამედროვე ცეკვის ძირითადი ღირებულება ინდივიდუალურობაში მდგომარეობს; ქორეოგრაფია გავლენას ახდენს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის კულტურებზე. წლევანდელი “საგაზაფხულო” სექცია სოლოების, დუეტებისა და სხვადასხვა ფორმატისაგან შედგება, რათა ხალხი მსოფლიო ცეკვის მრავალფეროვნებასა და ინდივიდუალიზმს გაეცნოს. თემები მოიცავს საზოგადოების ინტერესებსა და ხალხებს შორის ურთიერთობების საკითხებს.

 

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები