Home კულტურა მეცნიერება ჩინეთში ტექნოლოგიური სფერო დღითი დღე ვითარდება

[:ka]ჩინეთში ტექნოლოგიური სფერო დღითი დღე ვითარდება[:]

0
2864

[:ka]

ჩინეთის ტექნოლოგიური ინდუსტრია ძალიან სწრაფად ვითარდება.

ჩინეთის, ტექნოლოგიური სფერო ძალიან სწრაფად მიიწევს წინ. ჩინეთი, დღევანდელი მაჩვენებლით მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩამორჩება. რაც შეეხება, ელექტრონულ კომერციას და მობილურ გადახდებს ქვეყანა მოწინავე ადგილს იკავებს. ჩინეთის საწარმოო კაპიტალის დაფინანსება 5 წლის წინ 10% იყო. ეკონომიკის სამინისტროს დღევანდელი მონაცემებით, კი აღნიშნული მაჩვენებელი 80%-მდე გაიზარდა.

დღევანდელი მონაცემების მიხედვით სწრაფი წინსვლა შეინიშნება ხელოვნური ინტელექტის სფეროშიც. ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის სფერო 90%-ით გაუმჯობესდა. ეს ყველაფერი კი მეცნიერების უწყვეტი განვითარების გარანტია.

ჩინეთის მრეწველობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამინისტროს მონაცემებით, 2017 წლის ოქტომბრის თვისთვის, ჩინეთის მობილური კავშირგაბმულობის საერთო ღირებულებამ 81 ტრილიონი იუენი(12.77 ტრილიონი აშშ დოლარი) შეადგინა. დღეისათვის, აღნიშნული მაჩვენებელი, ყველაზე დიდია მსოფლიოში. შეგახსენებთ, რომ 2016 წელს ჩინეთში მობილური კავშირგაბმულობის საერთო ღირებულება 58.8 ტრილიონ იუენს შეადგენდა.

[:]

NO COMMENTS