აპრილი22 , 2024
კულტურამეცნიერებაჩინელი სტუდენტების მიერ შექმნილი "ღირსეული" თანამგზავრი

[:ka]ჩინელი სტუდენტების მიერ შექმნილი “ღირსეული” თანამგზავრი[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

თანამგზავრებთა შექმნა არ არის მხოლოდ მეცნიერებათა ლაბორატორიის სფერო. თანამგზავრთა შექმნა დიდი ინტერესის სფეროს წარმოადგენს პეკინის ფვენგთაის რაიონის საშუალო სკოლის მოსწავლეებისათვის.

პეკინის საშუალო სკოლის 31-მა მოსწავლემ,  ცოტა ხნის წინ,  დაასრულა რაკეტის პროექტირება, სახელწოდებით “ფვენკთაის თინეიჯერი N2”. აღნიშნული სატელიტი გახლავთ რიგით მეორე სატელიტი, რომელიც პეკინის საშუალო სკოლის მოსწავლეებმა შექმნეს. პირველი თანამგზავრი კოსმოსში მათ 2016 წელს გაუშვეს.

ახლახანს შექმნილი საკომუნიკაციო თანამგზავრი ტესტირებისთვის ჰაერში ორშაბათს, 23 აპრილს გაუშვეს. მისი გაშვება ჩინეთის კოსმოსურ დღესთან დაკავშირებით მოხდა, რომელიც  ოფიციალურად 24 აპრილს აღინიშნება.

სატელიტი ოქროს ყუთის, ათობით მუქი ლურჯი მზის პანელებისა და შავი კამერისაგან არის აღჭურვილი. მწერების მსგავსად, ტრაექტორიის შეცვლა მას ორი ანტენის საშუალებით შეუძლია. პირველთან შედარებით, მეორე უფრო დიდია და შესაბამისად მეტი ფუნქციაც გააჩნია. მოსწავლეებს სურდათ სატელიტი უფრო პრაქტიკული ფუნქციებით აღჭურვილი ყოფილიყო, მაგალითად,  როგორიცაა, გარე სამყაროს გამოსახულებების უფრო პირდაპირი ჩვენება. ამიტომაც სატელიტზე დისტანციური ზონდირებაც დაემატა.

ამ ახლადშექმნილი სატელიტის პროტოტიპი უახლოეს მომავალში ვაკუუმურ ტესტირებაში გაეშვება. წლის მეორე ნახევარში, კი მას კოსმოსშიც გაუშვებენ. მას შეუძლია გააგზავნოს და მიიღოს სიგნალები პროგრამით გათვალისწინებულ დროში,  გადაიღოს სურათები და ა.შ..

აღნიშნული პროექტი ერთი წლის წინ დაიწყო, სადაც აქტიურად ჩაერთვნენ სკოლის მოსწავლეები პეკინის სხვადასხვა რაიონებიდან. 31 სტუდენტმა გაიარა  თეორიული სწავლება, შემდეგ კი  მონაწილეობა მიიღო თანამგზავრის დიზაინის შექმნაში. მათ ხელმძღვანელობდნენ პროფესიონალი მასწავლებლები.

ფვენკთაის რაიონმა აღნიშნული ინვესტიციისათვის 2.4 მილიონი იუენი გაიღო ($380,090). სატელიტის საკომუნიკაციო ფუნქციების გასაუმჯობესებლად ოთხი სადგური შეიქმნა, რომლის საფასურიც  4 მილიონ იუენს შეადგენს.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები