[:ka]

ხან ვენსიუ, ცენტრალური ფინანსური და ეკონომიკური ურთიერთობების კომისიის დირექტორი, ეკონომისტების იმ ჯგუფის ლიდერია, რომელიც ჩინეთში მთავარ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს იღებს.

„ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 2018 წელს 90 ტრილიონ იუანს მიაღწევს. ერთ სულ მოსახლეზე ეს $9,900-ია.  ქვეყნის ეკონომიკა განაგრძნობს სტაბილურ ზრდას“ – აცხადებს ხან ვენსიუ.

 ეროვნული განვითარებისა და რეფორმების განვითარების დირექტორი, ნინგ ძიჭ, აცხადებს, რომ ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტი გასული წლის 82,7 ტრილიონი იუანის შემდეგ დაახლოებით 6,5%-ით გაიზრდება.

„არსებობს ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, როგორიცაა საშუალო-შემოსავლის მქონე ჯგუფის მოსახლეობის რაოდენობა, რომელიც 400 მილიონს გადააჭარბებს წლსი ბოლომდე. სწორედ ისინი არიან ჩინეთის ეკონომიკის გარდაქმნის საფუძველი“,- აცხადებს ნინგ ძიჭ.

სტატიაში აღნიშნული განცხადებები მაღალი თანამდებობის პირებმა ცენტრალური ეკონომიკის სამუშაო კონფერენციაზე გააკეთეს. ეს ღონისძიება  გაიმართა მომავალი წლის მთავარი ეკონომიკური პოლიტიკის განსასაზღვრად.

სხვა მნიშვნელოვან განცხადებებს შორის იყო შემცირებული გადასახადები. ასევე ხელშეწყობა, რათა განვითარდეს ადგილობრივი ტექნოლოგიური წარმოების სექტორი   და გაიზარდოს კონკურენცია.

2025 წლამდე გადასადგმელი 10 ნაბიჯი

  • ადგილობრივი რობოტების ბაზრის 70%-ის დაკმაყოფილება. ჩინეთს სურს, ფლობდეს ინტელექტუალური საკუთრების უფლებას, რათა თავად მიაწოდონ ბაზარზე არსებულ მომხმარებლებს რობოტ-ტექნოლოგიის პროდუქტები.  შექმნან ახალი თაობის რობოტები და  1 ან 2 კომპანია აუცილებლად შედიოდეს ამ ბიზნესში მსოფლიოს წამყვან 5 კომპანიაში.
  • მაღალტექნოლოგიური გემებისა და საზღვაო დანადგარების მწარმოებელი ჩინური კომპანიებიდან მინიმუმ 5 იქნას აღიარებული საერთაშორისო დონეზე. ასევე, მოამარაგონ მსოფლიო საზღვაო დანადგარების მოთხოვნის 40%.
  • სარკინიგზო ბიზნესში გაზარდონ საკუთარი წილი, როგორც მაღალი ხარისხის პროდუქციის მიმწოდებელმა ქვეყანამ გლობალურ ბაზარზე.
  • ენერგო-ავტომობილებზე ქვეყანაში არსებული მოთხოვნის მინიმუმ 50%-ის დაკმაყოფილება ადგილობრივი მიმწოდებლების ხარჯზე. კომერციული ავტომობილების 20%-ის ექსპორტი. აღნიშნულ ბიზნესში მოღვაწე 3 კომპანიის მოხვედრა მსოფლიოს წამყვან 5 კომპანიაში.
  • ჩინურმა ავიახაზებმა დააკმაყოფილონ ადგილობრივი ბაზრის მინიმუმ 10%. გაიუმჯობესონ პოზიცია კოსმოსის ათვისებაზე დათმობილი პროგრამების მიხედვით.
  • ფარამცევტიკის კუთხით, საერთაშორისო სტანდარტების მიერ აღიარებული მედიკამენტების წარმოება. ჩინური მედიკამენტების კომერციალიზაცია და საერთაშორისო ბაზარზე გატანა
  • ორი ან სამი მსოფლიო დონის კონკურენტუნარიანი რკინაზე მომუშავე კომპანიების ქონა. სამშენებლო მასალების საერთაშორისო ბაზარში 30%-იანი წილის ქონა.
  • სატელეკომუნიკაციო დანადგარებით შიდა ბაზრის სრულად და საერთაშორისო ბაზრის ნახევრის დაკმაყოფილება.
  • ენერგომომარაგების კომპანიებში მსოფლიო დონის კონკურენტუნარიანი კომპანიების ქონა. ფართომასშტაბიანი თერმო, ჰიდრო და ბირთვული ენერგიის გამომმუშავებელი დაწესებულებების აშენება.
  • მსოფლიოს ყველაზე დიდი, 800 მილიარდ იუენიანი სასოფლო-სამეურნეო ბაზრის ქონა. ადგილობრივი ბაზრის 95%-ის დაკმაყოფილება სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებისთვის საჭირო დანადგარების მხრივ.

ასევე, გაკეთდა განცხადება, რომ ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებები იმართება ვიცე-მინისტრების დონეზე.  აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ მხარეები მოლაპარაკებებისთვის ერთმანეთს იანვარში შეხვდებიან. განიხილება ის დაძაბულობა, რომელიც ორ მხარეს შორის ბოლო თვეების მანძილზე წარმოიშვა.  ასევე, აშშ-ს მხრიდან ერთ-ერთი მთავარი უკმაყოფილება გამოთქმულია ჩინური მხარის მიერ ადგილობრივი ტექნოლოგიის სფეროში მომუშავე კომპანიების სუბსიდირების შესახებ, რაც უცხოურ კომპანიებს ურთულებს ჩინურ ბაზარზე შესვლას.

ხან ვენსიუს განცხადებით „უცხოურ ტექნოლოგიურ კომპანიებზე დამოკიდებულებამ ჩინეთს აიძულა პრიორიტეტთა სიაში წინ წამოეწია დამოუკიდებელი ტექნოლოგიური განვითარების ასპექტი. თუმცა, ის ტექნოლოგიური წინსვლა, რასაც ჩინეთი მიაღწევს, არ იქნება ჩაკეტილი, მისი ნახვა და სარგებლობა მსოფლიოს შეეძლება. ლობალიზაცია თანამედროვე ეკონომიკის საბაზისო ტრენდია.“

[:]