მარტი26 , 2024
ბიზნესიCRCC China Railway Construction Company დავით საგანელიძის საპარტნიორო ფონდს...

[:ka]CRCC China Railway Construction Company დავით საგანელიძის საპარტნიორო ფონდს ეწვია[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

CRCC China Railway Construction Company ჩინეთში ცნობილი რკინიგზის სამშენებლო და ყველაზე მსხვილი კონტრაქტორი კომპანიაა, რომელიც საქართველოში ინფრასტრუქტურის სფეროში კაპიტალდაბანდებით ინტერესდება.

ჩინეთის რკინიგზის სამშენებლო კორპორაცია Limited (CRCC) მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამშენებლო ჯგუფია, რომელიც Fortune Global რეიტინგში 79-ე ადგილზეა, ხოლო ჩინეთის 500-ზე მეტ კომპანიას შორის მე-8 ადგილი უჭირავს. მას ჰყავს 250-ზე მეტი გლობალური კონტრაქტორი. CRCC უზრუნველყოფს მისი კლიენტებისთვის ერთიან ინტეგრირებულ მომსახურებას რკინიგზის, მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო ხაზების, ხიდების, გვირაბებისა და ურბანული სარკინიგზო ტრანსპორტის პროექტის დიზაინისა და სამშენებლო დარგებში.

14 ივნისს, CRCC China Railway Construction Company დავით საგანელიძის საპარტნიორო ფონდს ეწვია. აღნიშნულ შეხვედრაზე, დავით საგანელიძემ სტუმრებს ფონდის მანდატი, ფუნქცია, პრიორიტეტი, ასევე ფონდის მიერ დასრულებული და მიმდინარე პროექტები გააცნო. თავის მხრივ, ჩინური კომპანიის დელეგაციის წევრებმა ფონდის აღმასრულებელ დირექტორს საქართველოში დაგეგმილი საინვესტიციო აქტივობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და საპარტნიორო ფონდთან თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების სურვილი გამოთქვეს.

როგორც საპარტნიორო ფონდმა ქართულ მედიას აცნობა, ჩინური CRCC China Railway Construction Company ინვესტიციის დაბანდებას საქართველოს ინფრასტრუქტურის სფეროში გეგმავს.

ამასთანავე, სექტემბერში საქართველოში ვიზიტს გეგმავს CRCC China Railway Construction Company-ს პარტნიორი მსხვილი სადაზღვევო კომპანიაა Sino Sure , რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 50 000-ზე მეტ კომპანიასთან თანამშრომლობს და ბოლო 6 წლის განმავლობაში ბიზნესის დაზღვევის მხრივ ჩინეთში პირველ ადგილს იკავებს. Sino Sure პარტნიორ კომპანიებს სავაჭრო, სამრეწველო, ფისკალური და ფინანსური პოლიტიკის წარმოებასა და ექსპორტის დაზღვევის ინსტრუმენტების განვითარებაში უწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში საპარტნიორო ფონდთან ურთიერთთამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას მოეწერება ხელი.

 [:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები