მარტი28 , 2024
კულტურაისტორიაPLA: ძლიერი არმია ნიშნავს ძლიერ ქვეყანას

[:ka]PLA: ძლიერი არმია ნიშნავს ძლიერ ქვეყანას [:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმია (PLA): ძლიერი არმია ნიშნავს ძლიერ ქვეყანას.

2017 წლის 1 აგვისტოს, სამშაბათს, ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმია დაარსებიდან 90-ე წლისთავს აღნიშნავს.

2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც სი ძინფინგი ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი გახდა, სახალხო განმათავისუფლებელმა არმიამ ისტორიული რეფორმა გაიარა. მას შემდეგ, რაც სი სამხედრო ლიდერად აირჩიეს, მან დააფიქსირა თავისი პოზიცია ჩინეთის უსაფრთხოებასა და ინტერესების დაცვაზე.

“ჩინეთი მსოფლიო ძალაუფლების გადამწყვეტ ეტაპზეა და ქვეყანას ახალი სიტუაციები და გამოწვევები აქვს, როდესაც საქმე ეხება უსაფრთხოებასა და განვითარებას, ჩინელმა სამხედროებმა უნდა იცოდნენ თავიანთი პასუხისმგებლობა,”- განაცხადა პრეზიდენტმა.

ათწლეულების მანძილზე რეფორმამ შედეგი გამოიღო. ცენტრალურ სამხედრო კომისიაში  მსოფლიოს უმსხვილესი სამხედრო მმართველი ორგანოები განახლდნენ. რეგიონალური მართვის სისტემები მიმართულია საბრძოლო უნარის გასაძლიერებლად. რაც შეეხება ჯარებსა და ინსტიტუტებს, ისინი გაერთიანდა ეფექტურობის გასაუმჯობესებლად. ახალი მაღალტექნოლოგიური ერთეულები კი კიბერსივრცისთვის შეიქმნა. ცვლილებები მოხდა არმიის წევრებს შორისაც. ბევრი ოფიცერი, მათ შორის ასობით გენერალი, გადავიდა ახალ თანამდებობებზე, ზოგი კი სამოქალაქო ცხოვრებას დაუბრუნდა. ჯარისკაცები ახლა უფრო მეტ დროს უთმობენ საბრძოლო მომზადებასა და ხანძარსაწინააღმდეგო წვრთნებში მონაწილეობას.

ახალი თავი

სი ძინფინგის არჩევიდან ერთ წელში, 2013 წლის ნოემბერში, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პლენარულმა სხდომამ მასობრივი სამხედრო რეფორმის განხორციელებისთვის ფორმალური გადაწყვეტილება მიიღო. 2014 წლის მარტში, ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ სის ხელმძღვანელობით შექმნა ჯგუფი, რომლის მიზანი რეფორმის საგზაო რუკის შედგენა და მისი განხორციელების გზა იყო. საბოლოოდ,  სამხედრო ხელისუფლების მიერ სამხედრო რეფორმის გეგმა 2015 წელს დამტკიცდა. 2015 წლის ბოლოს კი შეიქმნა ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის შტაბ-ბინა, სარაკეტო და სტრატეგიული დამხმარე ძალები, რომელთაც ოფიციალურად დაიწყეს ისტორიული მოღვაწეობა. 2016 წლის იანვარში, ჩინეთის არმიის ოთხი დეპარტამენტი: პერსონალის, პოლიტიკის, ლოჯისტიკისა და შეიარაღების  დაიშალა და მათი ფუნქცია-მოვალეობები გადაეცა ჩინეთის კომუნისტური პარტიის 15 ახალ უწყებას. 2016 წლის დეკემბრიდან აპრილის თვემდე სახმელეთო ძალები შემცირდა 18-დან 13-მდე, ხოლო ჩინეთის არმიის სასწავლებლები 74-დან 43 ჩამოვიდა, თუმცა გაფართოვდა საზღვაო და სარაკეტო ძალები. მიუხედავად მიმდინარე ცვლილებებისა და დანაწევრებისა, გაიზარდა მებრძოლთა რაოდენობაც.

გენერალ-მაიორმა, ცენტრალური სამხედრო კომისიის დირექტორის მოადგილემ ჭანგ იუმ აღნიშნა, რომ სი ძინფინგის პოლიტიკური სიბრძნე მნიშვნელოვანი ფაქტორია რეფორმის გატარებისათვის.

საბრძოლო მომზადების პრიორიტეტი 

ყოველთვის, როდესაც პრეზიდენტი სტუმრობს საბრძოლო ერთეულს, ის ყურადღებას საბრძოლო მზადყოფნასა და ერთობლივ ოპერაციებზე ამახვილებს. სი ასევე ხშირად აღნიშნავს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების როლს სამხედრო საქმიანობაში. ის ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სამოქალაქო ინტეგრაციას. მარტში, შეიარაღებული ძალების ეროვნულ კანონმდებლობასთან შეხვედრისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, არმიამ ისარგებლოს ტექნოლოგიასა და მეცნიერებაში მიღწეული წარმატებით, რათა მომავალში შეძლოს იარაღისა და აღჭურვილობის მოდერნიზაცია. მან ასევე მოუწოდა ოფიცრებს ტექნოლოგიების სრულად გამოყენებისაკენ, რათა მოხდეს სამხედრო განვითარება.

2016 წლის მარტში, სახმელეთო ძალების 15-მა ბრიგადამ, მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტ ცოცხალი-ცეცხლის წვრთნაში. ყოველ წელს, სამხედრო საზღვაო ფლოტი, სახმელეთო ბრიგადების მსგავსად, წვრთნებს გადის. იგევე ხდება საავიაციო სივრცეშიც. ამ კვირის განმავლობაში, ჩინეთისა და რუსეთის ფლოტი ერთობლივ ყოველწლიურ წვრთნებს გადის ბალტიის ზღვაში. ისტორიაში პირველად ჩინეთი მონაწილეობას იღებს ევროპაში გამართულ საბრძოლო წვრთნებში.

საიუბილეო ღონისძიების აღნიშვნასთან ერთად, ჩინეთის სახალხო არმია ემზადება მეტი ცვლილებისათვის, რომელთა მთავარი მიზანი უფრო ძლიერი, ინტეგრირებული და მოქნილი არმიის შექმნაა.

 [:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები