Home Travel ყვინთვა ანტარქტიდის ოკეანეში

ყვინთვა ანტარქტიდის ოკეანეში

0
534
[ფოტო: Renee Woo/China Daily]

 

ლუ ვენძიე იმ პატარა ჯგუფის ერთ-ერთი წევრი გახლავთ, რომელმაც გაყინული ანტარქტიდის ოკეანეში ჩაყვინთა.

ნიღაბი მის სახეზე და ფარფლები მის ფეხებზე, ლუ ვენძიე ყვინთავს წყალში. ის, როგორ ვეტერანი მყვინთავი, სასუნთქ აპარატს არ იყენებს, თუნდაც ღრმა წყალში, მისთვის ყოველი ჩაყვინთვა არის უნიკალური გამოცდა სხეულისა და ბუნების. მაგრამ, უფრო უნიკალური სხვა რამაა, ის ამჯერად ყვინთავს ანტარქტიდის ოკეანში.

“მე აღფრთოვანებული ვარ, როცა აისბერგს ვხედავ, ჯერ კიდევ განვიცდი შიშს ამ დროს,” – ამბობს ლუი და დასძენს, რომ არსებობს მხოლოდ 10 ადამიანი, რომელსაც გაყინული ანტარქტიდის ოკეანეში ჩაუყვინთავს.

მყინთავმა, მისი გამოცდილებების შესახებ, 10 ივნისს, პეკინში, 250-მდე ადამიანით სავსე დარბაზში ისაუბრა.

ლუ, რომელსაც შეუძლია სუნთქვა შეიკავოს რვა წუთის განმავლობაში და ჩაყვინთოს 90 მეტრ სიღრმეში, არის ქალი, რომელმაც რეკორდი დაამყარა ყვინთვაში.

იანვარში ზაფხული მოვიდა ანტარქტიდულ ოკეანეში. ჰაერის საშუალო ტემპერატურაა -15 C- დან -10 C- მდეა, ხოლო წყლის ტემპერატურა -2 C. ამ საოცარი მოგზაურობისთვის ლუმ და მისმა გუნდმა სწორედ ეს პეიოდი შეარჩიეს. “როდესაც ჩვენი ნავი საბოლოოდ იალქნებს შლის უკვე წყნარ ოკეანეში, მე ისე ვგრძნობ თავს, თითქოს ჯოჯოხეთიდან სამოთხეში გადავდივარ”, – ამბობს ლუ. “სამოთხის ნავსადგური” ამ ადგილის შესაბამისი სახელია. “ჩემი სხეული თვითგადარჩენის რეჟიმშია, ჩემი გონება კი ცარიელია”-განაცხადა სპორტსმენმა შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას. “ჯერ ჩემი სახის, თითებისა და ფეხების ტკივილი, ცოტა ხნის შემდეგ კი ვგრძნობ მათ გაბუჟებას,” ამბობს ლუ.  მან ასევე განაცხადა, რომ ეს ყველაფერი მისთვის სრულიად ახალია. აისბერგების სამფლობელოში ყვინთვისას მას უწევს გამოიყენოს ყველა ნაცნობი თუ მისთვის ჯერ კიდევ უცნობი ტექნიკა, რათა სხეულმა შეძლოს იმოძრაოს თავისუფლად.

მოგზაურობისას, ლუმ და მისმა გუნდმა მოკლე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს ყვინთვაზე.

მათ მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმების სერიაში შედის ბაჰამის კუნძულებისა და შრი-ლანკის წყაქვეშა სამყარო.

“მას შემდეგ, რაც ეცნობი ოკეანის ქმნილებებს, არ გინდა, რომ მოიქცე ისე, რაც დააზარალებს მათ”, – ამბობს ის. მაისში, შანხაიში, ექსპედიციის დროს, ლუმ დაიწყო კამპანია “გადაარჩინე ოკეანე, კიდევ ერთი ჩინელი მყვინთავი”. ამ კამპანიის სპონსორია BestDive. 

გარდა იმისა, რომ ლუ არის თავისუფალი მყვინთავი, ის ასევე არის ფარმაკოგენეტიკის კონსულტანტი, სადაც რჩევას აძლევს კლიენტებს, მისი გენეტიკური პროფილის მიხედვით, მედიცინის გამოყენების შესახებ.

ცხოვრების ფილოსოფიაზე საუბრისას მან თქვა: “ეს ჰგავს მოგზაურობას, მე მინდა სიახლეებს შევეჭიდო და გამოვცადო.”

[:]

NO COMMENTS