აპრილი17 , 2024
Lifestyleცინგტაოს ლუდის საერთაშორისო ფესტივალი

[:ka]ცინგტაოს ლუდის საერთაშორისო ფესტივალი[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

ლუდი, წარმოდგენები, მრავალფეროვანი საწარმოო ხაზი, კულტურული ღონისძიებები და გასართობი შოუები ცინგტაოს რიგით 28-ე ლუდის საერთაშორისო ფესტივალის შემადგენელი ნაწილია. ფესტივალმა სტარტი 20 ივლისს აიღო.

ცინგტაოს ლუდის ყოველწლიური ფესტივალი აზიის მასშტაბით ყველაზე დიდი ღონისძიებაა, რომელიც წელს 38 დღე გაგრძელდება და საზეიმოდ 26 აგვისტოს დაიხურება.

ფესტივალისთვის წინასწარ შეირჩა 6 ძირითადი ლოკაცია ქალაქის სხვადასხვა უბანში. ქალაქის დასავლეთ სანაპირო და ლოშანის უბანი ის ადგილებია, სადაც ფესტივალმა პირველ სტუმრებს უმასპინძლა.

[ფოტო/chinadaily.com.cn]
თანამედროვე ქალაქი

სანაპიროსთან და ზღვასთან ახლოს აშენდა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი ობიეტები. ფესტივალი გადაჭიმულია 800 000 კვადრატულ მეტრზე. ასეთი ფართო მასშტაბების გამო ღონისძიება მსოფლიოში ერთ – ერთი უმსხვილესი ლუდის საერთაშორისო ფესტივალია.

სპექტაკლები და მხატვრული გამოფენები 38 დღიანი ღონისძიების ყოველი დღის განრიგშია, ისევე როგორც კონცერტები, ცირკის ეგზოტიკური წარმოდგენები და გრანდიოზული ფეირვერკები დღის დასასრულს.

ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, წელს ფესტივალზე 1 300 – ზე მეტი სახეობის ლუდია წარმოდგენილი, მსოფლიოს 30 ქალაქიდან. SCO – ის სამიტის წარმატებით ჩატარების აღსანიშნად, წლევანდელი ღონისძიების მთავარ თემად: “SCO beer festival” შეირჩა.

ცინგტაოს ლუდის საერთაშორისო ფესტივალი პირველად 1991 წელს გაიმართა. მას შემდეგ ზღვისპირა ქალაქში ღონისძიება ყოველწლიურად იმართება და უამრავ ტურისტს მასპინძლობს. ზემოთ აღნიშნული ლუდის ფესტივალი სანაპირო ქალაქის მთავარ დღესასწაულად იქცა, რომელიც ქალაქის მასშტაბებს კარგა ხანია გასცდა და მთელს მსოფლიოსში მოიპოვა პოპულარობა.

[ფოტო/chinadaily.com.cn]
[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები