მარტი29 , 2024
ბიზნესიმობილური აპლიკაციები - ყოველი დღის განუყოფელი ნაწილი

[:ka]მობილური აპლიკაციები – ყოველი დღის განუყოფელი ნაწილი[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

მობილური აპლიკაციები

ჭკვიანი მოწყობილობების მიერ შეცვლილი უკვე არსებული უნარ-ჩვევები, 35 მილიარდი ამერიკული დოლარის ღირებულების ბაზრის შექმნას შეუწყობს ხელს.

სიმართლე იქნება იმის თქმა, თუ ვიტვით, რომ ბოლო წლებში სმარტფონებისადმი ადამიანების მიჯაჭვულობა თანდათან გაძლიერდა, ასეთი ადამიანების რიცხვი კი მუდმივად იზრდება. სმარტფონებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამოირჩევიან ჩინელებიც. ჩინეთში, ყველაზე კარგად განვითარებული მობილური გადახდები სმარტფონების ყოველდღიურ გამოყენებას კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს. ამ აპლიკაციის მეშვეობით თქვენ ნებისიერ დროს, ნებისმიერ ადგილას შეძლებთ შეიძინოთ ან მოიხმაროთ თქვენთვის სასურველი რამ და თან, რაც მთავარია საფულისა და რიგში დგომის გარეშე. გარდა ყოველდღიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა, სმარტფონები კომუნიკაციისა და გართობის საუკეთესო საშუალებაცაა.

ჩინეთის ინტერნეტ ქსელის საინფორმაციო ცენტრმა CNNIC გამოაქვეყნა ქვეყანაში ინტერნეტ მომხმარებელთა დღევანდელი რაოდენობა. მათი მონაცემებით, დღეს ჩინეთში 772 მლნ ინტერნეტ მომხმარებელია. CNNIC-ის, 31 იანვრის ანგარიშის თანახმად, სმარტფონის მომხმარებელთა დაახლოებით 70%-მა განახორციელა მობილური აპლიკაციით ანგარიშსწორება, ხოლო მომხმარებელთა 40%-მა საკვების ონლაინ შეკვეთა.

თუმცა, რომელია ის აპლიკაციები, რომელსაც ყველაზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და რომელთა მიმართაც ინტერესი მუდმივად იზრდება? – CNNIC-ის მონაცემებზე დაყრდნობით ასეთ აპლიკაციათა შორის ფულისა და დროის დაზოგვის აპლიკაციები ლიდერობს.

აღნიშნული საკითხის კვლევით მუდმივად ინტერესდება პეკინში მოქმედი მობილური ინტერნეტის კვლევითი ინსტიტუტი Cheetah Global Lab. მობილური ინტერნეტის კვლევითმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა ტოპ 10 აპლიკაციის სია, რომელიც ყოველკვირეული აქტიური შეღწევადობის მაჩვენებელს განაპირობებს (ძირითადად მომხმარებლების რიცხვი, რომლებიც სულ მცირე კვირაში ერთხელ მაინც იყენებენ მობილურ აპლიკაციებს). მათ შორის ლიდერობს საზიარო ველოსიპედების აპლიკაცია, საბანკო საქმე და სიახლეები, ახალი სასურსათო მიწოდება, მობილური გადახდა, მშობლების აპლიკაცია (მუდმივი კავშირი ბავშვებთან).

[ფოტო/CHINA DAILY]

 [:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები