აპრილი16 , 2024
პოლიტიკასი SCO-ს თანამშრომლობის გაძლიერებისაკენ მოუწიდებს

[:ka]სი SCO-ს თანამშრომლობის გაძლიერებისაკენ მოუწიდებს[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

23 აპრილს, პეკინის სახალხო დარბაზში, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინფინგმა მაღალი რანგის დიპლომატებთან და თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრები გამართა. 

პრეზიდენტმა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის(SCO) წევრებს ორგანიზაციის მთავარი მიზნის განხორციელებისკენ და ყველა სფეროში თანამშრომლობისკენ მოუწოდა. 

შეხვედრის განმავლობაში სიმ გარკვეული შენიშვნები მისცა თანამშრობლობის ორგანიზაციას.  ამ ყოველივეს შემდეგ, პრეზიდენტი სხვადასხვა ქვეყნის თავდაცვის მინისტრებს შეხვდა.

აღნიშნული შეხვედრა გახლდათ პირველი ფორმალური შეხვედრა SCO საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ინდოეთისა და პაკისტანის ორგანიზაციაში გაწევრიანების შემდეგ. 

17 წლის წინ, როდესაც შეიქმნა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია, იგი ჯერ კიდევ ტესტირების ეტაპზე იყო,  ახლა კი განვითარდა და დიდი გავლენაც მოიპოვა. ორგანიზაციამ ჩამოაყალიბა ახალი ტიპი საერთაშორისო ურთიერთობებისა, რომელიც პატივისცემასა და სამართლიანობას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ ეს ყოველივე ორივე მხარისთვის ხელსაყრელ პირობებად იქცა, შეხვედრისას განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა.

SCO-ის სამიტი ივნისში ცინგტაოში, შანტუნგის პროვინციაში გაიმართება. უნდა აღინიშნოს, რომ ეს იქნება პირველი ოფიციალური შეხვედრა ორგანიზაციის ახალ წევრებთან ერთად. 

მიმდინარე გლობალური და რეგიონალური სიტუაცია არის კომპლექსი, არასტაბილური და არასაიმედო ფაქტორებით, თანამშტომლობის ორგანიზაციამ კი უნდა მოიკრიბოს ყოველგვარი სახის ძალა, რათა გაამართლოს სხვა ქვეყანათა მოლოდინი. ჩინეთმა უნდა გააერთიანოს ძალები ყველა თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრ ქვეყანასთან, რათა გააგრძელოს ერთმანეთის მხარდაჭერა, რითაც მოიპოვებს სიბრძნესა და პრობლემათა გადაჭრის უნარს, რეგიონალური უსაფრთხოების თანამშრომლობის გაძლიერებას, ხალხთა  რაოდენობის ზრდასა და ქვეყნებს შორის მიმოსვლას.

პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, შეხვედრაზე რუსეთის, ყირგიზეთის, ინდოეთისა და პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ისაუბრეს. მათ დადებითად შეაფასეს ჩატარებული სამიტის შედეგები და ის მცდელობები, რომელთა განხორციელებაც სურს ჩინეთს.

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციამ აუცილებლად უნდა გააძლიეროს კოორდინაცია და მუშაობა საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე, განაცხადეს დიპლომატებმა.

ჩინეთი აღმოჩნდა წარმატებული მასპინძელი რადგან მან განახორციელა 120 ღონისძიება თანამშრომლობის ორგანიზაციისა.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები