დეკემბერი16 , 2025
ბიზნესითბილისში საქართველო-ჩინეთის ბიზნესფორუმი გაიმართა

[:ka]თბილისში საქართველო-ჩინეთის ბიზნესფორუმი გაიმართა[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

დღეს, 21 აგვისტოს, საქართველო-ჩინეთის ბიზნესფორუმი, სასტუმრო “თბილისი მერიოტში” გაიმართა. ფორუმი, რომელსაც ჩინეთის კანსუს პროვინციიდან 80-მდე ბიზნესმენი ეწვია, ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხეშეწყობის საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა. (CCPIT)

ფორუმმა ქართულ კომპანიეს ჩინეთს ბიზნესსექტორთან შეხვედრის შესაძლებლობა მისცა, რაც სამომავლო თანამშომლობას შეუწყობს ხელს.

ღონისძიება, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნატო ჩიქოვანმა და ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს ვიცე-თავმჯდომარემ უ ლისიამ გახსნეს, ინფორმაცია, საქართველოს საინვეტსიციო პოტენციალის შესახებ, დამსწრე საზოგადოებას სააგენტომ –  “აწარმოე საქართველოში” გააცნო. ღონისძიებაზე, ასევე კანსუს პროვინციის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გამოვიდნენ. 

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ჩინეთის საერთაშორისო ხელშეწყობის საბჭოს  კანსუს კომიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ფორუმის ფარგლებში ხელი მოეწერა, რომლის მთავარი მიზანი ქართულ-ჩინური კომპანიების დაკავშირება, თანამშრომლობა, ინვესტირება და ვაჭრობის ხელშეწყობაა.

“სი ძინფინგის პროექტში “ერთი სარტყელი, ერთი გზა” კანსუს პროვინციაც ენერგიულად არის ჩართული, ახლა საქართველოში ჩამოვედით, რომელიც ასევე მონაწილეობს აღნიშნულ პროექტში და იმედი გვაქვს აქტიურად ვითანამშრომლებთ სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მიმართულებით. ჩვენ ხელს შევუწყობთ ქართველი მეწარმეების კანსუს პროვინციაში ჩამოსვლას, რათა გაეცნონ კანსუს ეკონომიკურ მდგომარეობას და დამყარდეს ორმხირივი თანამშრომლობა ბიზნესის კუთხით.” განაცხადა ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს ვიცე-თავმჯდომარემ, უ ლისიამ.

საქართველოს სავაჭრო სამრწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნატო ჩიქოვანმა აღნიშნა, მსგავსი ფორუმები მნიშვნელოვნად ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას.

„ცოტახნის წინ ხელი მოეწერა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას საქართველოსა და ჩინეთს შორის. ამ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება და ურთიერთხელსაყრელ პირობებს შეიძენს. დღესვე ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ჩინეთის საერთაშორისო ხელშეწობის საბჭოს კანსუს კომიტეტს შორის. მსგავსი დოკუმენტი გაფორმებული გვაქვს ჩინეთის სხვადასხვა ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციასთან და ეს ქმნის თანმშრომლობის განვითარების მეტ პოტენციალს, ასევე ხელს უწყობს კონტაქტების დამყარებას და სანდო პარტნიორების მოძიებას“, -განაცხადა ჩიქოვანმა.

აღნიშნულ ღონისძიებაზე  სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ტექსტილის, მშენებლობის, საინვესტიციო, სავაჭრო და სხვა დარგები განიხილეს.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭო, კანსუს პროვინციული კომიტეტი (CCPIT Gansu) 1980 წელს კანსუს პროვინციაში, მრეწველობისა და ვაჭრობის სრულუფლებიანი წარმომადგენლების ინიციატივით შეიქმნა. ამჟამად, კომიტეტს აქვს 15 ადგილობრივი ფილიალი 14 ქალაქსა და ავტონომიურ პრეფექტურაში, ასევე საერთაშორისო სამრეწველო პალატის 3 იურიდიული ფირმა. იგი შედგება 5 სექტორისაგან, რომელიც ეხება ზოგად საქმიან ურთიერთობებს, კერძოდ, საერთაშორისო ურთიერთობებს, ეკონომიკურსა და იურიდიულ საკითხებს.

კანსუს პროვინციული კომიტეტის მიერ შემოთავაზებული სერვისები მჭიდროდ თანამშრომლობს  პროვინციულ ეკონომიკურ სტრატეგიაზე ორიენტირებულ ფილიალებთან, რათა უზრუნველყოს საწარმოები და ორგანიზაციები, როგორც ჩინეთში, ასევე მის საზღვრებს გარეთ.  CCPIT Gansu-ის მიერ შემოთავაზებული სერვისები ასევე იწვევს და მასპინძლობს დელეგატებს საზღვარგარეთიდან.

[:]

უახლესი სტატიები

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

   26 სექტემბერს, საქართველოში ჩინეთის ელჩი, ჭოუ ციენი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს (თსუ) ეწვია. ვიზიტის მიზანი იყო...

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები