ნოემბერი12 , 2025
კულტურადღესასწაულებიქართველი ჩინეთმცოდნე პროფესორი, მარინე ჯიბლაძე გაეროში მიიწვიეს

[:ka]ქართველი ჩინეთმცოდნე პროფესორი, მარინე ჯიბლაძე გაეროში მიიწვიეს[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

ჟენევაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და გაეროში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის

 ღონისძიება თემაზე “ჩინური იეროგლიფებიდან ლიტერატურამდე: ჩინური კულტურის ხიბლი”, რომლის დროსაც  ლექცია-პრეზენტაციები და მოხსენებები ჩატარდა გაეროს ერების სასახლეში (Palais des Nations). აღნიშნული ღონისძიება გაეროს ჩინეთის  მუდმივი წარმომადგენლობის ელჩმა, იუ ძიენხუამ და ჟენევაში სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა გახსნეს. მოხსენებით წარსდგნენ ჩინელი პროფესორები და მოწვეული სინოლოგები, მათ შორის თავისუფალი უნივერსიტეტის ჩინეთმცოდნე პროფესორი, მარინე ჯიბლაძე. მან ჩინეთისა და ჩინური კულტურის, მათ შორის იეროგლიფების უნიკალურობაზე ისაუბრა,  ჩინური ენის სწავლებისა და კვლევის გამოცდილება გაუზიარა დამსწრე საზოგადოებას. მოხსენებამ დიდი ინტერესი და გამოხმაურება გამოიწვია მსმენელთა შორის. 

გახსნის დროს სიტყვით გამოსვლისას, გაეროს წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს აღნიშნული ღონისძიების მნიშნველობას. მათ დასძინეს, რომ ჩინეთი ყოველთვის მიესალმება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩინური კულტურით დაინტერესებას, იეროგლიფები არის ჩინური კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი, ენების ცოდნა კი არის თანამედროვე მსოფლიოს მულტილატერალიზმის განვითარების ფუნდამენტი. ელჩმა გულითადი მადლობა გადაუხადა კულტულური ურთოერთობების განვითარების ხელშემწყობ და ურთიერთ შეცნობაში დამხმარე ჩინეთმცოდნე სახალხო დიპლომატებს. ღონისძიებას ესწრებოდა 200-ზე მეტი სტუმარი. 

[:]

უახლესი სტატიები

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

   26 სექტემბერს, საქართველოში ჩინეთის ელჩი, ჭოუ ციენი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს (თსუ) ეწვია. ვიზიტის მიზანი იყო...

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები