[:ka]

წამყვანი ჩინური ავტომწარმოებელი კომპანია  Guangzhou Automobile Group საქართველოში პირველ ოფისს წლის ბოლოსთვის გახსნის,- განცხადება ამის შესახებ გაკეთდა შეხვედრის შემდეგ, რომელიც საქართველოს პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძესა და Guangzhou Automobile Group-ის თავომჯდომარე წენგ ცინგხონგს შორის გაიმართალ.

როგორც პრემიერის პრეს ოფისმა განმარტა, ოფისის გახსნის შემდეგ, კომპანია შეისწავლის ქვეყნის შიგნით არსებულ გარემოს, რათა მიიღოს შემდგომი გადაწყვეტილებები  სამომავლო ინვესტიციების შესახებ.

შეხვედრის დროს Guangzhou Automobile Group-ის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც ინვესტიციებისთვის მიმზიდველი ქვეყნის როლს რეგიონის განვითარებაში. ასევე, მისი თქმით, კომპანიისთვის მიმზიდველი ის მსუბუქი საგადასახადო ბარიერი და შემცირებული გადასახადები გახდა, რომელსაც საქართველოს მთავრობა იმ კომპანიებს სთავაზობს, რომლებსაც რეგიონალური ოფისი საქართველოში აქვთ.

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ქართულ-ჩინურ ურთიერთობებში არსებულ პოზიტიურ დინამიკას და გამოხატეს შემდგომი თანამშრომლობის სურვილი.

“Guangzhou Automobile Group გახლავთ ჩინეთის წამყვანი ავტომწარმოებელი, სადაც 84,000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. კომპანია აწარმოებს ავტომობილებს პირადი და კომერციული მიზნებისთვის, მოტოციკლებს და ავტო-ნაწილებს. კომპანია ასევე ჩართულია ფინანსებისა და სადაზღვეო სფეროებში. კომპანიის ფიქსირებული კაპიტალი $18 მილიარდს აჭარბებს,” აცხადებს პრემიერ მინისტრის პრეს ოფისი.

[:]