მარტი23 , 2023
"სარტყელი და გზა"ჩინეთის ექსპერტი 2019Huawei-მ საკუთარი ოპერატიული სისტემა დაანონსა - Harmony OS

Huawei-მ საკუთარი ოპერატიული სისტემა დაანონსა – Harmony OS

ირაკლი ქორქია

-

- Advertisment -spot_img

ჰუავეიმ ოფიციალურად დაანონსა საკუთარი ოპერატიული სისტემა HarmonyOS, რომლის შესახებაც წლებია იწერება და რომელმაც უნდა შეამციროს ანდროიდზე  ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის პროდუქციის დამოკიდბულება. ჩინურ ბაზარზე ოპერატიული სისტემის სახელწოდება Hongmeng-ი იქნება.  Huawei-ს განცხადბით, სისტემის გამოყენება შესაძლებელი იქნება  უამრავი სახის ელექტრონულ მოწყობილობაზე. მათ შორის სმარტფონებზე, ჭკვიან დინამიკებზე, ავტომობილების შიგნით არსებულ ელექტრონულ მოწყობილობებზე, ჭკვიან საათებზე და ა.შ.  მისი ერთ-ერთი უპირატესობა სხვადასხვა მოწყობილობებს შორის ერთიანი ეკოსისტემის შექმნა იქნება, ოპერატიული სისტემა ღიად გამოქვეყნდება და მისი გამოყენება და აპლიკაციების განვითარება მილიონობოთ დეველოპერს თავისუფლად შეეძლება.

Huawei  ოპერატიული სისტემის ჩაშვებას 2019 წლის ბოლომდე გეგმავს, თუმცა თავდაპირველად მხოლოდ კონკრეტული მოწყობილობებისთვის. ერთ-ერთი ასეთი იქნება Honor Smart Screen, რომლითაც სახლში ან ოფისში უსაფრთხოების კამერების, კომპიუტერების, განათების და სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობების გაკონტროლება იქნება შესაძლებელი. HarmonyOS თავდაპირველად ჩინურ ბაზარზე დამკვიდრებას შეეცდება და უკვე შემდეგ გადავა საერთაშორისო ბაზარზე.

Huawei-ს სამომხმარებლო ბიზნეს ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორის, რიჩარდ იუს განცხადბით, HarmonyOS ძალიან განსხვავდება ანდროიდისა და iOS-ისგან, რადგან მას ექნება უნიკალური უნარი, მოერგოს უამრავი სახის ელექტრონლ მოწყობილობას.  დეველოპერების მიერ შექმნილი აპლიკაციები კი ასევე მარტივად იფუნქციონირებს სხვადასხვა სახის სმარტფონებზე, ჭკვიან საათებსა თუ ეკრანებზე და ა.შ.

ბოლო რამდენიმე თვის  მანძილზე Google-ს, Huawei-სა და შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის განვითარებული მოვლენების გამო, ჰუავეიმ დააჩქარა მუშაობა საკუთარ ოპერატიულ სისტემაზე. ამის მიუხედავად, კომპანია უახლოესი პერიოდში გამოშვებულ სმარტფონებს მომხმარებლებს კვლავ ანდროიდის ოპერატიული სისტემით მიაწვდის, სანამ HarmonyOS არ დაიხვეწება და არ იქნება მზად მომხმარებელთა ფართო მასებისთვის.

Harmony OS-ს უკვე აქვს ოფიციალური სახელი, თუმცა Huawei-ს ოპერატიულ სისტემას ჯერაც დიდი გზა აქვს გასავლელი. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კი დეველოპერების მხრიდან მხარდაჭერის მოპოვებაა, რათა მათ საკუთარი აპლიკაციები მოარგონ ახალ ოპერატიულ სისტემას და HarmonyOS-მა კონკურენცია გაუწიოს Android-ს და Android Open Source Project, რომლებიც წლებია ტექნოლოგიურ ბაზარზე ნდობით სარგებლობენ. 

უახლესი სტატიები

ჩინეთი კიბერუსაფრთხოების სექტორს აძლიერებს

ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის მე-14 ეროვნული კომიტეტის წევრის თქმით, ჩინეთის კიბერუსაფრთხოების სექტორმა უნდა გააძლიეროს თავისი ძალისხმევა სტრატეგიულად უპირატესი...

ჩინეთის ეროვნულმა საკანონმდებლო ორგანომ სესიის მეორე პლენარული სხდომა გამართა

მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის (NPC) პირველმა სესიამ სამშაბათს (7 მარტს) პლენარული სხდომა გამართა, რათა მოესმინა მე-13 NPC-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის,...

ჩინეთი უფრო მეტ უცხოურ ინვესტიციას მოიზიდავს

ჩინეთი აპირებს დააჩქაროს ძალისხმევა მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვისა და გამოყენების მიზნით, განაცხადა ჩინეთის პრემიერმა ლი ქეციანგმა მთავრობის სამუშაო ანგარიშში,...

ჩინეთი 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის გამომუშავებას გეგმავს

მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის პირველ სესიაზე წარდგენილი მთავრობის სამუშაო ანგარიშის მიხედვით, ჩინეთის მთავრობა 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის...

შენჭენში ონლაინ შეკვეთის დრონით მიღებაა შესაძლებელი

ჩინეთის ელექტრონული კომერციის პლატფორმა მეითუანმა დაიწყო თვითმფრინავების მიწოდების სერვისები შენჭენის რამდენიმე კომერციულ უბანში.შენჭენი, სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში, თანამედროვე მეტროპოლია. იგი ცნობილია...

„გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა“ – ჩინეთი მსოფლიო მშვიდობის სადარაჯოზე

უკვე წელიწადზე მეტია რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს. უკრაინის კრიზისმა არა მხოლოდ ლოკალურ დონეზე მოახდინა გავლენა, არამედ საკმაოდ დიდი დარტყმა მიაყენა...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები