ივნისი4 , 2023
"სარტყელი და გზა"ჩინეთის ექსპერტი 2019Huawei-ს განცხადებით რობოტები ოჯახების შეუცვლელი წევრები გახდებიან

Huawei-ს განცხადებით რობოტები ოჯახების შეუცვლელი წევრები გახდებიან

ირაკლი ქორქია

-

- Advertisment -spot_img

ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი Huawei-ს განცხადებით, უახლოესი 5-6 წლის შემდეგ მსოფლიოში მილიონობით ოჯახი იცხოვრებს რობოტთან ერთად და ყოველივე ეს შესაძლებელი 5G ქსელის, ხელოვნური ინტელექტისა და სხვა ტექნოლოგიური აღმოჩენების წყალობით იქნება შესაძლებელი.

მოსალოდნელია, რომ 2025 წლისთვის მსოფლიოს ოჯახების 14%-ს სახლში ეყოლება რობოტი – ვკითხულობთ ჰუავეის გლობალური ინდუსტრიის ხედვაში, რომელიც კომპანიამ აგვისტოს პირველ რიცხვებში გამოაქვეყნა.  მათი განცხადებით, ხელოვნური ინტელექტით მართული რობოტები თავდაპირველად ოთხ ძირითად ნიშას დაიკავებენ. ესენია: მოსამსახურე, კომპანიონი, ექთანი და ე.წ. bionic. 

მაგალითად მოსამსახურე რობოტი შეძლებს ისეთი საქმის გაკეთებას, როგორიცაა ტანსაცმლის დაკეცვა, მტვერსასრუტით სახლის დალაგება, ნივთების აღება და ა.შ. საშუალო ვადიან პერსპექტივაში რეალურია, რომ რობოტების სენსორებმა იგრძნონ, როცა ადამიანი გაღვიძებას დააპირებს და მათ წინასწარ გაუმზადონ ყავა. რაც უფრო მნიშვნელოვანია, მოსამსახურე რობოტები უსაფრთხოების გარანტიც იქნებიან. მაგალითად, ხანძრის დროს ისინი სწრაფად ჩართავენ ხანძარსაწინააღმდეგო სისტემას, გამორთავენ გაზის მიწოდებას, გადაუგზავნიან შეტყობინებას სპეციალურ სამსახურებს და ა.შ.

კომპანიონი რობოტები დაიყოფიან სამ კატეგორიად. ესენია: სწავლა, თერაპია, მეგობრობა. 2025 წლისთვის რობოტები შეძლებენ თითოეული ბავშვისთვის ინდივიდუალური, უნიკალური სასწავლო გეგმის შედგენას, რომელიც შესაბამისობაში იქნება მის ინტერესებთან, უნარებთან და სწავლის მეთოდებთან. 

მომვლელი რობოტები შეითავსებენ ექთნის ფუნქციას და სასიცოცხლო მნიშვნელობას შეიძენენ პირველადი დახმარების აღმოჩენის დროს ისეთ შემთხვევებში, როგორიცაა მაგალთად გულის შეტევა, როცა პაციენტს თავად არ შეუძლია მიმართოს სასწრაფო დახმარებას.

ყველაზე ინოვაციური bionic ტიპის რობოტებია, რომლებიც არ გვანან რობოტებს ტრადიციული სახით. ეს იქნება ტექნოლოგია, რომელიც დააკავშირებს ადამიანის ტვინს მისი სხეულის პარალიზებულ ნაწილთან. ასევე, შესაძლებელს გახდის ბრმა ადამიანის თვალის კამერის ლენზით ჩანაცვლებას, რაც მილიონობით ადამიანს საშუალებას მისცემს, აღიქვამ გარესამყარო. 

რა თქმა უნდა, ამ ტექნოლოგიის ნაწილი მხოლოდ პროტოტიპის სახით არსებობს, ზოგი კი ჯერ მხოლოდ მეცნიერების წარმოსახვის ნაწილია, თუმცა რობოტექნიკის სწრაფი განვითარება გვაძლევს იმის ვარაუდს, რომ ის რობოტები, რომლებსაც მხოლოდ მხატვრული ფილმის ეკრანებზე ვხედავდით, მალე შეიძლება საკუთარ სახლებში ვიხილოთ. 

რობოტექნიკის განვითარების ერთ-ერთი წყარო ჩინეთია. ქვეყანა სმარტფონებისა და ავტომობილების ყველაზე დიდი ბაზრით, ყველაზე მეტი ინტერნეტ მომხმარებლით და პოტენციურად ყველაზე მსხვილი 5G მობილური ინფრასტრუქტურით.  „დამზდებულია ჩინეთში 2025“ გეგმის მიხედვით, 2025 წელს გაათმაგდება ქვეყანაში ინდუსტრიული რობოტების რაოდენობა და მიაღწევს 1,8 მილიონს, რომელთა 70%  სწორედ ჩინეთში იქნება დამზადებული.

უახლესი სტატიები

ფრიუნის კონფუცის ინსტიტუტი – ჩინური ენის შესწავლის კიდევ ერთი შესაძლებლობა

თავისუფალი უნივერსიტეტის ჩინური ენის მიმართულება უკვე მრავალი წელია თავისუფალი უნივერსიტეტი ჩინური ენისა და კულტურის სწავლებაში ლიდერობას ინარჩუნებს. აქ არსებული საერთაშორისო...

ჩინური ენის შესწავლის მრავალფეროვანი პერპექტივა

ჩინური ენა, თავისი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით და მზარდი გლობალური გავლენით, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება დღევანდელ სამყაროში. ეს სტატია მიმოიხილავს...

ქართველი უშუისტის წარმატება ამერიკაში

დავით გულისაშვილმა, საქართველოს უშუს ეროვნული ნაკრების წევრმა, აშშ-ის კუნგფუს ეროვნულ ჩემპიონატზე იასპარეზა. ღონისძიება 2023 წლის 26-28 მაისს, ტეხასის შტატის...

“ჩაი ჰარმონიისთვის: იაძის კულტურული სალონი”

გასულ ორშაბათს ჩინეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს ეგიდით პეკინში, პრინც კონგის სასახლის მუზეუმში, ჩინური ჩაის კულტურასთან დაკავშირებით გლობალური ღონისძიება...

ხიდი კულტურებს შორის: შუ იონგის ხედვა

არტისტი შუ იონგი ქმნის ნამუშევრებს სარტყელისა და გზის ინიციატივის პოპულარიზაციისთვის. მისი ერთ-ერთი ცნობილი ინსტალაცია, „კუკეს აგურები“, შედგება გამჭვირვალე კუბიკებისგან,...

ჩინეთი საფოსტო მიწოდების სექტორზე კონტროლს ამკაცრებს

ცოტა ხნის წინ ჩინეთის სახელმწიფო ფოსტის ბიურომ განაცხადა, რომ მიწოდების უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით, საფოსტო და ექსპრეს მიწოდების სექტორში არალეგალური...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები