აპრილი20 , 2024
კულტურახელოვნებააგვისტოს თვის 5 ყველაზე პოპულარული სატელევიზიო დრამა

[:ka]აგვისტოს თვის 5 ყველაზე პოპულარული სატელევიზიო დრამა[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

აგვისტო ეს ის თვეა როდესაც თქვენ შეგიძლიათ მშვიდად მიუსხდეთ ტელეეკრანებს და თვალი ადევნოთ თქვენს საყვარელ სატელევიზიო გმირებს. ამ თვეში დიდი მოწონებით სარგებლობს პატარა სატელევიზიო დრამები, რომელთა შორის რომანტიკული ამბავი და ისტორიული პიესებია. წელიწადის ამ დროს, ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისთვის საყვარელი სატელევიზიო დრამა აღმოაჩინოს.

გთავაზობთ, აგვისტოს თვის 5 ყველაზე პოპულარულ სატელევიზიო დრამას ჩინეთში.

1. ყველაფერი ძვირფასი წარმავალია

Five mega-hit TV dramas in August
ყველაფერი ძვირფასი წარმავალია [ფოტო/Mtime]

ყველაფერი ძვირფასი წარმავალია 2017 წლის ყველაზე პოპულარულ ტელესერიალთა სათავეშია. დრამა ერთი ქალის ისტორიას გვიყვება, რომელიც უმანკო გოგონადან ძლიერი და წარმატებულ ბიზნეს-ქალად გადაიქცევა. სერიალში მთავარ როლს, ჩინური სატელევიზიო დრამების დედოფალი სუნ ლი ასრულებს. ფილმის რეჟისორი, კი ტინგ ხეია.

2. შეიძლება შეგადარო გაზაფხულის დღეს

Five mega-hit TV dramas in August
შეიძლება შეგადარო გაზაფხულის დღეს [ფოტო/Mtime]

სატელევიზიო დრამა ეკრანებზე წელს გამოჩნდა და უამრავი მაყურებლის გული მოიგო. ფვენგ თანგის ნოველაზე “პეკინი” დაფუძნებული სერიალი ახალგაზრდა სიყვარულსა და ძმობაზე გვიყვება. მოქმედება პეკინში რევოლუციური პერიოდის დროს ვითარდება.

3. მეფის ქალი 

Five mega-hit TV dramas in August
მეფის ქალი [ფოტო/Mtime]

ფილმი მეფის ქალი ნოველა “ცინის ლეგენდა : ლი ძის ისტორია” – ზეა დაფუძნებული. კუნგ სუნლი სამხედრო მეთაურის, კუნგ სუნ იუს შვილიშვილი და მოწაფეა. გოგონა ბავშვობიდან ძინგ ქეზეა შეყვარებული. დრამა მათ შორის განვითარებულ სასიყვარულო ისტორიას გვიყვება.

4. მონსტრის მკვლელი 

Five mega-hit TV dramas in August
მონსტრის მკვლელი [ფოტო/Mtime]

მონსტრის მკვლელი ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სატელევიზიო დრამას წარმოადგენს. ის ამავე სახელწოდების ნოველაზეა დაფუძნებული, რომლის ავტორიც ნი ლუოა.

5.  ნამდვილი სიყვარული 

Five mega-hit TV dramas in August
ნამდვილი სიყვარული [ფოტო/Mtime]

ისტორია ორი ახალგაზრდის ცხოვრებასა და სიყვარულზეა. ფილმის მთავარი გმირი ან ცინგხუანი კარიერაზე ორიენტირებული ქალია, რომელიც მხოლოდ საკუთარ კარიერაზე აკეთებს აქცენტს. მისი პარტნიორი ტინგ ჟენძიანი კი ინჟინერია, რომელსაც არ აღელვებს მომავალი და არ ფიქრობს მასზე.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები