[:ka]აშშ-სთვის ჩინელი ტურისტები სასურველი სტუმრები არიან[:]

[:ka]

ჩინელი სტუმრები ამერიკის შეერთებულ შტატებს სტუმრობენ.

აშშ-ს სავაჭრო დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩინელმა სტუმრებმა უფრო მეტი დახარჯეს აშშ-ში 2016 წელს ვიდრე სხვა ქვეყნების ტურისტებმა.

მაჩვენებლების მიხედვით, 2,97 მილიონმა ჩინელმა 2016 წელს ამერიკაში 33$ მილიარდი დახარჯეს.

ჩინელი ტურისტების და მნახველების ზრდას ელიან აშშ-ში,  მათი სრული რაოდენობა 2%-ით შემცირდა 2016 წელს მათ მიერ გაწეული ხარჯები ქვეყანაში კი 1%-ით, ანგარიშში ეს შემცირება 2009 წლის შემდეგ პირველად აღინიშნა. მომდევნო წლებში ტურისტების რეკორდულ რაოდენობას ელიან.

საანგარიშო მოხსენებამ ჩინეთს პირველი ადგილი მიანიჭა, როგორც ყველაზე მხარჯველ ვიზიტორებს ამერიკაში, მათ შემდეგ მოდის: კანადა, მექსიკა, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, ინდოეთი, ბრაზილია, ავსტრალია, სამხრეთ კორეა და გერმანია.

როგორც ტურიზმის “ექსპორტი”,  ჩინეთი პირველ ადგილს იკავებს აშშ-სთვის, რომელსაც ამერიკის ეკონომიკაში დღეში 90$ მილიონი შეაქვს.

მოგზაურობისა და ტურიზმის უდიდესი ექსპორტი ამერიკაში 2016 წელს იყო. ჯამში, 75,6 მილიონი საერთაშორისო მნახველი ესტუმრა ამერიკას: ბიზნესისთვის, მედიცინისთვის, განათლებისთვის და გართობისთვის ამ ყველაფრისთვის კი ჯამში 244,7$ მილიარდი დაიხარჯა.

[:]

კომენტარის დატოვება