მარტი28 , 2024
კულტურადღესასწაულებიახალგაზრდობის ეროვნული დღე ჩინეთში

[:ka]ახალგაზრდობის ეროვნული დღე ჩინეთში[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

ახალგაზრდობის ეროვნული დღე ყოველი წლის 4 მაისს აღინიშნება ჩინეთში. იგი დაარსდა 1949 წლის დეკემბერში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციის საბჭოს მიერ. თარიღი დააწესეს, 1919წლის „მაისის მეოთხე მოძრაობის“ პატივსაცემად.

პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ აშშ-ს, ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის და იაპონიის მონაწილეობით გაიმართა სამშვიდობო კონფერენცია პარიზში, 1919წელს. კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, ჩინეთის მთავრობამაც გაგზავნა დელეგატთა ნაწილი. ჩინეთის დელეგაციამ, კონფერენციაზე, საკუთარ ტერიტორიაზე იმპერიული ქვეყნების უფლებამოსილების შეჩერება მოითხოვა. კერძოდ, იაპონიის მხრიდან უსამართლო „21 ელემენტის“ გაუქმება და შანტუნგის ისევ ჩინეთისთვის მიერთება, რომელიც იაპონიამ დაიპყრო პირველი მსოფლიო ომის დროს. ჩინეთის მოთხოვნას უარით უპასუხეს. შანტუნგის პროვინცია იაპონიის საკუთრებაშივე დარჩა. მიღებულმა გადაწყვეტილებამ, ჩინეთის მცხოვრებლებს შორის დიდი აღშფოთება გამოიწვია. 4 მაისს, დაახლოებით 30,000 სტუდენტი პეკინის სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, შეიკრიბა თიენანმენის მოედანზე. ისინი გამოვიდნენ კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ და შედეგს პატრიოტული შეძახილებით აპროტესტებდნენ. პეტიცია ჩაიხშო მთავრობის მიერ და ეს იყო პირველი შემთხვევა ჩინეთის ისტორიაში.Related image

ბევრი ადამიანი გაიფიცა. გაიზარდა სტუდენტთა მასობრივი გამოსვლები ქუჩაში. მათი ანტი-იმპერიალისტური და პატრიოტული მოძრაობები გახშირდა და დემონსტრაციებმა ეროვნულ მასშტაბებს მიაღწია. საბოლოოდ, 10 ივნისს მთავრობა კომპრომისზე წავიდა და ჭანგ ჭუნგსიანგი, ცაო ჟულინი და ლუ წონგიუ გადააყენეს. 28 ივნისს, ჩინეთის დელეგაციამ უარი განაცხადა პარიზის ხელშეკრულებაზე. სწორედ ამ დღეს აღინიშნა ახალგაზრდობის ეროვნული დღის დასაწყისი.

ჩინეთის ეროვნული ახალგაზრდობის დღე აღინიშნება 4 მაისის მოვლენის გასახსენებლად და საპატივსაცემოდ. დღის, რომელიც უკვდავია ჩინეთის ისტორიაში. ეს არ იყო მხოლოდ პატრიოტული ჟესტი ან თუნდაც მსვლელობა, არამედ იყო მოვლენა, რომელმაც მოიტანა ახალი კულტურა დემოკრატიასა და მეცნიერებისათვის დამახასიათებელი ნიშნით. მოვლენა, რომელიც მიმართული იყო  ფეოდალიზმის წინააღმდეგ.

ეროვნულმა ახალგაზრდობის დღემ დიდი გავლენა იქონია თანამედროვე ჩინური კულტურის, ენის, მეცნიერების და დემოკრატიის განვითარებაზე.

ჩინეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ, სახელმწიფო საბჭომ, 4 მაისი გამოაცხადა ახალგაზრდობის ეროვნული დღედ 1949 წლის 4 მაისის მოძრაობის დემოკრატიის, პატრიოტიზმისა და მეცნიერების სულის შენარჩუნებისა და განვითარების მიზნით. ამ დღის აღსანიშნავად, ყოველწლიურად, ქვეყნის მასშტაბით ტარდება ღონისძიებები და სხვადასხვა აქტივობა,რომელთა შორისაა საჯარო შეკრებები, ცერემონიები ახალგაზრდებისათვის და მოხალისეობრივი საქმიანობები.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები