[:ka]ახალი იმპულსი ჩინურ-ევროპულ ურთიერთობებში[:]

[:ka]

21-16 მარტს, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა იტალიას, მონაკოსა და საფრანგეთს პრაქტიკული თანამშრომლობისა და მულტილატერალიზმის განსამტკიცებლად. მოსალოდნელია, რომ ევროპული ტური ჩინეთ-ევროკავშირის ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობას ახალ იმპულსს შესძენს და შეიქმნება ახალი შესაძლებლობები გლობალურ სტაბილურობასა და კეთილდღეობასთან დაკავშირებით.

პარტნიორობის გაღრმავება

ჩინეთ-იტალიის მეგობრობა ჯერ კიდევ 2000 წლის წინ დაიწყო. შუა საუკუნეებში, ცნობილი იტალიელი ვაჭარი და მოგზაური მარკო პოლო  იყო ერთ-ერთი პირველი ევროპელთაგანი, რომელმაც აბრეშუმის გზის გავლით ჩინეთს მიაღწია, რამაც შემდგომში ჩინურ-ევროპული ურთიერთობები განსაზღვრა.

ბოლო წლებში, ჩინეთსა და იტალიას შორის ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო განმტკიცდა. ამაზე მეტყველებს ჩინეთ-იტალიის თანამშრომლობის 2017-2020 წლის სამოქმედო გეგმა, ჩინეთ-იტალიის სავაჭრო პალატა, ტექნოლოგიისა და ინოვაციის პროგრამა, ისევე როგორც მეცნიერების განვითარება.

ორ ქვეყანას შორის ხშირია მაღალი დონის სახელმწიფო ვიზიტებიც. 2017 წლის თებერვალში, იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა ჩინეთს, ხოლო სამი თვის შემდეგ, პრემიერ მინისტრი პაოლო ჯენტილონი დაესწრო სარტყელისა და გზის პეკინში გამართულ პირველ ფორუმს საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში. სი ძინფინგის ვიზიტი კი იტალიური საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა. როგორც ცნობილია, ჩინეთი და იტალია უკვე 15 წელია ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორები არიან და 50 წელია დიპლომატიური ურთიერთობები აქვთ.

დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში, სი ძინფინგი შეხვდება პრეზიდენტ მატარელასა და პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს. ორი მხარე მიმოცვლის შეხედულებებს ჩინეთ-იტალიისა და ჩინეთ-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ, ასევე რეგიონალურ საკითხებთან დაკავშირებით. იგეგმება სამთავრობოთაშორისი თანამშრომლობის დოკუმენტებისა და კომერციული შეთანხმებების ხელმოწერაც.

მონაკო სი ძინფინგის მოგზაურობის მეორე გაჩერებაა. აღსანიშნავია, რომ მონაკოს პრინცი ალბერ II უკვე 10-ჯერ ესტუმრა ჩინეთს. როგორც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი, ის ყოველთვის იყო ჩინეთის მხარდამჭერი.  პრინცმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტი კარგი გამოხატულებაა იმისა, რომ ჩინეთისთვის მნიშვნელოვანია სტაბილური ურთიერთობები არა მხოლოდ დიდ სახელმწიფოებთან, არამედ პატარებთანაც.

ვიზიტის ფარგლებში, სი ძინფინგი მოლაპარაკებებს გამართავს პრინც ალბერ II- თან და მას გაუზიარებს მოსაზრებებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პოლიტიკა, ეკონომიკა, ჰუმანიტარული და გარემოს დაცვა და ერთობლივად გახსნიან ჩინეთისა და მონაკო ურთიერთობების ახალ ერას.

თუ ჩინეთმა და მონაკომ შექმნეს მეგობრობის მოდელი განსხვავებული ზომის სახელმწიფოებს შორის, საფრანგეთის შემთხვევაში ეს არის მოდელი, რომელიც დაფუძნებულია ორმხრივ თანამშრომლობასა და პატივისცემაზე ორ დიდ სახელმწიფოს შორის. საფრანგეთი პირველი დიდი ევროპული სახელმწიფოა, რომელთანაც ჩინეთმა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა ჩამოაყალიბა. სის ვიზიტი ემთხვევა დიპლომატიური ურთიერთობების 55 წლისთავს. იგი შეხვდება პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და პრემიერ-მინისტრ ედუარდ ფილიპს.

ლი ქეციანგი და ედუარდ ფილიპი. პეკინი, ჩინეთი. 2018 წლის 25ივნისი.

საერთო სარგებელი

დღეს, სულ უფრო მეტი ევროპული კომპანია სარგებლობს ჩინეთის მიერ შემუშავებული შესაძლებლობებითა და შეღავათებით. 2018 წელს, ჩინეთსა და იტალიას შორის ვაჭრობამ რეკორდულ მაჩვენებელს – 54.2 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო ჩინეთსა და საფრანგეთს შორის- 60 მილიარდს. ამავდროულად, ჩინეთის მიერ შემოთავაზებული სარტყელისა და გზის ინიციატივა უფრო მეტ ევროპულ სახელმწფოს მოიცავს, რომლებიც უკვე სარგებლობენ ინიციატივის შესაძლებლობებით. გასული წლის ოქტომბერში, იტალიის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრომ შეიმუშავა ახალი პოლიტიკა, რომლის მიზანი იყო BRI- ის ფარგლებში აზიურ ქვეყნებთან ეკონომიკურ და სავაჭრო თანამშრომლობა. როგორც კონტემ განაცხადა, ის დაესწრება მეორე ფორუმს პეკინში, რადგან ხედავს ამ ინიციატივის მომავალს იტალიასა და მთლიანად ევროპაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები, ჩინეთი და საფრანგეთი მნიშვნელოვან როლს თამაშობენ მსოფლიო კლიმატის ცვლილების საკითხშიც. ისინი მხარს უჭერენ 2015 წლის პარიზის შეთანხმებას და ახორციელებენ ორმხრივ გარემოსდაცვით პროგრამებს.

სი ძინფინგის ეს ვიზიტი ევროპაში კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ ის ევროპის კონტინენტს მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნევს და საგარეო პრიორიტეტად აყენებს. მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიული დიალოგისა და დინამიური თანამშრომლობის შედეგად, ორმა მხარემ სტაბილურად გააძლიერა ჩინეთი-ევროკავშირის პარტნიორობა მშვიდობის ზრდის, რეფორმისა და ცივილიზაციისათვის. ამ შემთხვევაში, ევროპასა და ჩინეთს საერთო ინტერესები აქვთ, რაც უკავშირდება მულტილატერალიზმის მხარდაჭერასა და პროტექციონიზმის უარყოფას.

[:]

კომენტარის დატოვება