[:ka]გამოჩენილი ჩინელი მხატვარი ჭაო ძიუნშენგი[:]

[:ka]

გამოჩენილი ჩინელი მხატვარი ჭაო ძიუნშენგი დაიბადა 1944 წელს თიენძინში. მისი ნამუშევრები, ძირითადად, შესრულებულია მელნით. ჭაო ცნობილია პეკინური ფოლკლორის ამსახველი ნამუშევრებითა და ლიტერატურული გმირების ხატვით. მან ხატვა ბავშვობაში დაიწყო. ამ პერიოდში ის გამუდმებით ადევნებდა თვალყურს მამას, რომელიც იმ დროისთვის გამოჩენილი პეიზაჟების მხატვარი გახლდათ. მისი სამხატვრო კარიერა 1970 წელს დაიწყო კომიქსებისა და ილუსტრაციების ხატვით. 1990 წელს კი მხატვარი ახალ მიმართულებაზე გადავიდა და ნამუშევრების შესრულება მელნით დაიწყო.

ჭაო ძიუნშენი, ხელოვნების კომიტეტის წევრი, ჩინეთის ეროვნული ხელოვნების მუზეუმისა და ჩინეთის მხატვართა ასოციაციის წევრი, იაპონიის-ჩინეთის მელნის ფერწერის გაცვლის ასოციაციის დირექტორი და ეროვნული პირველი კლასის მხატვარი გახლდათ. ის გამოფენებს აწყობდა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია, იაპონია, ავსტრია და ა.შ. მისი ნამუშევრები მსოფლიოში  ხელოვნების მუზეუმებისა და მათთან დაკავშირებული ინსტიტუტების კოლექციაში შევიდა.

მელნით შესრულებული ჭაო ძიუნშენგის ნამუშევრების ხილვა დღეს პეკინში, ჩინეთის ნაციონალურ მუზეუმშია, შესაძლებელი. გამოფენაზე, სახელწოდებით ” ჭაო ძიუნშენგის ხელოვნების ზეიმი, მელნით შესრულებული ნახატების გარდა მნახველები მისეულ კარიკატურებსაც გაეცნობიან.

Exhibition showcases Zhao Junsheng's works
[ფოტო/China Daily]
Exhibition showcases Zhao Junsheng's works
[ფოტო/China Daily]
Exhibition showcases Zhao Junsheng's works
[ფოტო/China Daily]

[:]

კომენტარის დატოვება