[:ka]გოლფი – უძველესი თამაში ჩინეთში?[:]

[:ka]

შოტლანდიელებს სრულიად შეეძლოთ მოეხდინათ გოლფის კოდიფიცირება, როგორც ეს ვიცით-მათ შორის რამდენიმე ყალბი სტარტი, რომელიც მას 18 ფოსოს(ჩაღრმავება) თამაშად გახდის, თუმცა დღემდე არ არის ცნობილი ვინ მოიგონა იდეა ეთამაშათ გოლფი ღია ცის ქვეშ, რომელიც თავისთავად გულისხმობს ჯოხების დახმარებით ბურთის დანიშნულების ადგილამდე სროლას. ძველი რომაელები გოლფის წინამორბედად მიიჩნევდნენ თამაშს სახელწოდებით „პაგანიკა”, რომელსაც ბუმბულით გატენილი ტყავის ბურთით თამაშობდნენ. ჰოლანდიაში კი, მე-13 საუკუნის დასაწყისში თამაშობდნენ თამაშს სახელწოდებით “კოლფი”, თუმცა ამ შემთხვევაში, პარალელების გავლება ჰოკეისთან უფრო შეიძლება, ვიდრე გოლფთან, რადგან ჰოლანდიელები “კოლფის” თამაშს ყინულზე ამჯობინებდნენ.

Golf: China's ancient game?
მინგის დინასტიის იმპერატორი სიუენწუნგი ჩუაივანის თამაშისას, სასახლის მუზეუმის ფოტო.

მაგრამ ყველაზე დამაინტრიგებელი და ბევრი თვალსაზრისით დამაჯერებელი – დოკუმენტირებული მტკიცებულება გოლფის თამაშის ადრეული ვერსიისა მოდის ჩინეთიდან.

თამაში სახელწოდებით “ჩუაივანი”(捶丸)-პოპულარული გახდა სუნგის დინასტიის(960–1279) პერიოდში. ამის შემდეგ ის ხშირად ხვდებოდა ტილოებზე. თამაშის პროცესის არაერთი ნახატია შემორჩენილი მინგის დინასტიიდან(1368–1644). ჩუაივანის მოთამაშეები იყენებდნენ ხელკეტებს, რათა ხისგან დამზადებული ბურთები გაეტყორცნათ ფერად დროშებამდე.

რაც შეეხება გოლფის ადრეულ წესებს, ამის შესახებ ჯერ კიდევ იუენის დინასტიისას(1271–1368) დაიწერა. გოლფის თამაშის წესების ექვივალენტური იყო “ვან ძინგი”(丸经). მასში ჩამოყალიბებული იყო წესები და დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა მოთამაშეთა ქცევის სწორ წესებს.

Golf: China's ancient game?
მინგის დინასტიის მხატვრის ტუ ძინის მიერ შესრულებული ნახატი, რომელზეც ქალები თამაშობენ “ჩუაივანს”. ფოტო შანხაის მუზეუმიდან

ძველ იმპერიულ ფერწერულ ტილოებზე ნაჩვენებ ხელკეტებს, თანამედროვე გოლფის ტექნიკებისადმი გასაოცარი მსგავსება აკავშირებს – გრძელი, ვიწრო ჯოხები, განსხვავებული დაბოლოებებით, რომლებიც გამოიყენებოდა ბურთის დასარტყმელად.

თამაში სახელწოდებით “ჩუაივანი” მინგის დინასტიასთან ერთად გაქრა, ვინაიდან მის შესახებ აღარ მოიძებნება წყაროები. გოლფი კი, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ, პირველად მე-15 საუკუნეში ითამაშეს შოტლანდიაში. თამაშის პირველი წესები ედინბურგის გოლფის კომპანიის მიერ იქნა შემუშავებული 1744 წელს.

Golf: China's ancient game?
[ფოტო/China Daily]

[:]

კომენტარის დატოვება