მარტი28 , 2024
სხვადასხვადავით ზალკალიანი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

დავით ზალკალიანი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

-

- Advertisment -spot_img

24 მაისს, გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან  ვანგ ისთან.

სამინისტროში გამართული შეხვედრის წინ, ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მისასალმებელი განცხადებები გააკეთეს. კმაყოფილებით აღინიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება. ხაზგასმით ითქვა ისიც, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა სამაგალითოა, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. დავით ზალკალიანმა ვანგ ის ვიზიტს ისტორიული უწოდა, რადგან ბოლო 23 წლის განმავლობაში, ეს არის ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. თავის მხრივ, ვანგ იმ, ჩინეთის ხალხისა და მთავრობის სახელით, ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩინეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

შეხვედრისას, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს საერთო ინტერესის მქონე თემების ფართო სპექტრი, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით. თანამშრომლობის პრიორიტეტულ სფეროებად განისაზღვრა ვაჭრობა, ინვესტიციები და ტრანსპორტი. საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

ყურადღება გამახვილდა „სარტყელისა და გზის“ გლობალურ ინიციატივაზე (Belt and Road Initiative) და ამ პროექტში საქართველოს უფრო მეტ ჩართულობაზე. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ის სრულად იზიარებს საქართველოს მისწრაფებას გახდეს სატრანსპორტო-სატრანზიტო და ლოგისტიკური ცენტრი ევროპასა და აზიას შორის.

აღინიშნა, რომ საქართველოს დიდი გამოწვევები აქვს უსაფრთხოების კუთხით, რაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციას უკავშირდება. ამ თვალსაზრისით, საქართველოსათვის ფასდაუდებელია ჩინეთის მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში. საქართველოც, თავის მხრივ, „ერთი ჩინეთის“ პრინციპის ერთგულია და ეს პოზიცია ურყევია.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი ემსახურება საქართველოს შესაძლებლობების მეტად შესწავლას. მან გააჟღერა ინიციატივა სამი ძირითადი მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებაზე. კერძოდ, ვაჭრობის, ინვესტიციების და ლოჯისტიკის მიმართულებით.

მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა საქართველოს მნიშვნელოვანი ინვესტორია, რომლის ჩართულობითაც არაერთი პროექტი ხორციელდება, მათ შორის ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, რაც ხელს უწყობს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას. გამოითქვა იმედი, რომ საქართველოსა და ჩინეთის თანამშრომლობა ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაღრმავდება და ახალ ეტაპზე გადავა.
დასასრულს, აღინიშნა რომ საქართველო და ჩინეთი წარმატებით თანამშრომლობენ კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროში. ასევე ურთიერთქმედებენ დარგობრივი სამინისტროები.

24 მაისსვე შედგა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან,  სალომე ზურაბიშვილთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან,  მამუკა ბახტაძესთან.
აღნიშნულმა ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩინეთის მხარდაჭერა საქართველოსა და რეგიონის მიმართ, რაც ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ჩინეთის ხელისუფლებას აქვს მკაფიო ხედვა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს სამხრეთ კავკასიას, კონკრეტულად კი საქართველოს იმ მსხვილმასშტაბიანი პროექტების განხორციელებაში, რომლებიც გულისხმობენ ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო-სატრანზიტო პროექტების განვითარებას.

ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობები მოინახულა. ჩინეთის დელეგაცია საქართველოს ა.წ. 25 მაისს დატოვებს.

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები