აპრილი20 , 2024
"ჩინეთის ექსპერტი 2017"ეკონომიკა: ტენგ სიაოფინგი - დიდი რეფორმატორი

[:ka]ეკონომიკა: ტენგ სიაოფინგი – დიდი რეფორმატორი[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

ტენგ სიაოფინგი (საქართველოში ცნობილი, როგორც დენ სიაოფინი)  ჩინეთის ეკონომიკის ისტორიისათვის ერთ-ერთი საკვანძო პიროვნებაა, რომელმაც ჩინეთში ეკონომიკურ პროცესებს შეუცვალა მიმართულება და ამით ქვეყნის მომავალიც შეცვალა. დღეს მას დიდი რეფორმატორის სახელითაც მოიხსენიებენ ხოლმე.

XX საუკუნის 70-იანი წლების მეორე ნახევარში  ტენგ სიაოფინგმა   გახსნილობის მნიშვნელოვანი რეფორმის წამოიწყო ეკონომიკაში. აღნიშნული რეფორმის შემადგენელი ნაწილი იყო 4 განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩამოყალიბება ფუძიენისა და კუანგტუნგის პროვინციებში. ეს ზონები მიზნად ისახავდა ინვესტიციების მოზიდვას უცხოური კომპანიებისათვის ბიზნესის საწარმოებლად უფრო მეტი თავისუფლებისა და გაცვლითი კურსის უპირატესობების შეთავაზების ხარჯზე. მოგვიანებით, 1985 წელს, შანხაისა და კუანგჭოუს სხვა ორ ქალაქთან ერთად საგარეო  ვაჭრობისათვის გახსნისა და 1988 წელს ხაინანის პროვინციის მთლიანად განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონად გადაქცევის შემდეგ, უცხოურმა ინვესტიციებმა მნიშვნელოვანი ზრდა განიცადა და ცნობილმა კომპანიებმაც წამოიწყეს თავიანთი საქმიანობა ჩინეთში. ამ პროცესმა ხელი შეუწყო ჩინეთის ეკონომიკის გახსნილობას სხვა ქვეყნებისადმი.

სოფლის მეურნეობის მხრივაც მნიშვნელოვანი და ეფექტური რეფორმები გატარდა, რომელიც ანხუეის პროვინციის მოსახლეობის მცირე ჯგუფიდან დაიწყო, ხოლო მოგვიანებით მთელ ქვეყანაში გავრცელდა. ამიერიდან გლეხებს კოლექტივის მიწა გარკვეული პერიოდით შეეძლოთ “დაექირავებინათ” და  საკუთარი ნებისაებრ დაემუშავებინათ. მოსავლის გარკვეული ნაწილი გლეხს უნდა ჩაებარებინა კოლექტივისათვის, ხოლო დარჩენილი ნაწილი შეეძლო თვითონ განეკარგა (ან გაეყიდა ან თავად გამოეყენებინა). ამგვარმა თავისუფლებამ სტიმული მისცა გლეხებს  და მნიშვნელოვნად გაიზარდა სოფლის მეურნეობის ნაწარმის რაოდენობაც.

ტენგ სიაოფინგმა მოახერხა ისეთი ჩინეთისათვის ჩაეყარა საფუძველი, რომელსაც ყველა ქვეყნისაგან განსხვავებული, უნიკალური და საინტერესო ეკონომიკა აქვს. მისმა გაბედულმა გადაწყვეტილბებმა უდავოდ გავლენა მოახდინა ჩინეთის შემდგომ ეკონომიკურ პოლიტიკაზე.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები