[:ka]”ერთი სარტყელი, ერთი გზის” მეორე ფორუმი ჰონგ კონგში [:]

[:ka]

ჰონგ კონგი,  11 სექტემბერი –  “ერთი სარტყელი, ერთი გზის” მეორე ფორუმი, რომელიც   ჰონგ კონგის ადმინისტრაციული რეგიონის (HKSAR) მთავრობისა და ჰონგ კონგის სავაჭრო განვითარების საბჭოს (HKTDC) მიერ არის ორგანიზებული ორშაბათს, 11 სექტემბერს ჩატარდა.

ჰონგ კონგის აღმასრულებელმა დირექტორმა კერი ლემმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო მეტროპოლია და ჩინეთთან, საუკეთესოდ  დაკავშირებული ქალაქი, ჰონგ კონგს შეუძლია დიდი წვლილი შეიტანოს “ერთი სარტყელი, ერთი გზის” ინიციატივაში.

HKSAR – ის მთავრობამ მნიშნველოვანი მოლაპარაკებები აწარმოა ცენტრალურ მთავრობასთან და თანამშრომლობის ახალი პირობები შეადგინა, რომელიც დიდ როლს ითამაშებს და  ჰონგ კონგს უნიკალურ უპირატესობებს მისცემს “ერთი ქვეყანა, ორი სისტემის” ქვეშ.

2013 წელს, ჩინეთის მიერ შემოთავაზებული “აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელი” და  “21 – ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის ინიციატივა” მიმართულია სავაჭრო და ინფრასტრუქტურული ქსელების აშენებისკენ, რომელიც აზიას – ევროპასა და აფრიკისკენ დააკავშირებს, უძველესი აბრეშუმის გზის მარშრუტების გასწვრივ.

ნინგ ძიჭემ, ეროვნული განვითარებისა და რეფორმის კომისიის თავმჯდომარემ, განაცხადა, რომ NDRC მხარს დაუჭერს ჰონგ კონგის მონაწილეობას ინიციატივაში, რადგან ის ჰონგ კონგის ისტორიულ შესაძლებლობებს წარმოადგენს.

ძირითადი მხარდამჭერი ღონისძიებები თანამშრომლობის პლატფორმის ჩამოყალიბებას, ფინანსური ინტეგრაციის ხელშეწყობასა და პროფესიული მომსახურების გაუმჯობესებას მოიცავს.

ფორუმმა “From Vision to Action” – 2600 ზე მეტი მაღალი თანამდებობის პირი და ბიზნესმენები 50- მდე ქვეყნიდან მოიზიდა.

ფორუმის დროს ჩატარებული ღონისძიებები:  პოლიტოკოსების დიალოგის ორგანიზება, დისკუსია ფინანსებზე, სამეწარმეო საქმეებზე და ბიზნეს შეხვედრებზე.

ეს ჰონგ კონგში ჩატარებული რიგით მეორე ფორუმია, პირველი მთავრობამ 2016 წლის მაისში ჩაატარა.

[:]

კომენტარის დატოვება