[:ka]თბილისი “საერთაშორისო ბიზნეს-ფორუმ 2017”-ს მასპიძლობს[:]

[:ka]

15 სექტემბერს თბილისში საერთაშორისო ბიზნესფორუმი 2017 გაიმართება თემაზე: “21-ე საუკუნის გამოწვევები ბიზნესში.” ფორუმი საქმიან ქალთა გაერთიანების ორგანიზებით ჩატარდება და უმასპინძლებს 200-ზე მეტ ქართველ და უცხოელ დელეგატს: ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებს, სხვადასხვა სექტორის ბიზნესის მფლობელებს, ინვესტორებსა და მწარმოებლებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

სპიკერთა შორის იქნება ჩინეთიდან მოწვეული სტუმარი ჯესიკა ლამი, რომელიც ფორბსის სიაში ტექნოლოგიათა კუთხით მოხვდა. საპატიო სტუმართა სიას კი თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისის საქალაქო საკრებულოს წევრი რიმა ბერაძე და საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი დაიკავებენ. ფორუმის პარტნიორია ბიზნეს მედია “ფორბს ჯორჯია” და საქართველოს ბანკი.

ფორუმი თბილისში, სასტუმრო ბილტმორში გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 8:30 წუთზე დაიწყება და თერთმეტი საათი გაგრძელდება.

ფორუმის მეორე დღე საქალაქო ტურებს დაეთმობა. ტურის ფარგლებში სტუმრები მოინახულებენ ისტორიული მნიშვნელობის ქალაქ მცხეთას, შემდეგ ესტუმრებიან კახეთს, სადაც დააგემოვნებენ ქართულ ღვინოს. ტურის ბოლო მარშუტი კი თბილისის ხედებს მოიცავს.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი ორგანიზებულია საქმიან ქალთა გაერთიანების მიერ. ორგანიზაცია დაკომპლექტებულია, წარმატებული ქალი მეწარმეებით, რომლებიც ადგილობრივ და გლობალურ პარტნიორებთან ერთად ბიზნეს საქმიანობებს ეწევიან.

გლობალური ბიზნეს ფორუმი მიზნად ისახავს საუკეთესო ქართული და საერთაშორისო ბიზნესებისთვის საყოველთაო ქსელის შექმნას, გამოცდილების გაზიარებასა და პარტნიორობის გაღრმავებას.

მოწვეული სპიკერები:

ვიქტორია ჰორვატი (ბუდაპეშტი, უნგრეთი);
ქეთევან ბოჭორიშვილი (თბილისი, საქართველო);
ნინო ჩიქოვანი (თბილისი, საქართველო); მეგი სემპელი (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი);
ქრისტი ლარგენტი (კალიფორნია, აშშ);
ჟერა გუნგორი (სტამბოლი, თურქეთი);
ჯესიკა ლამი (პეკინი, ჩინეთი);
სოფი იბოსტონი (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი);
ნათია სირაბიძე (ბათუმი, საქართველო) ჩარლი დოვე ედვინი (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი);
მაკო აბაშიძე (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი); ნონა მამულაშვილი (თბილისი, საქართველო);
ქრისტინა ფაგბემირო (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი).

გაცნობებთ, რომ ფორუმის ფარგლებში ჩატარდება გალა-საღამო და გასვლითი ტურები.

15 სექტემბერი 20:30 საათზე – გალა-ვახშამი რესტორანში “ქართული სახლი”.

16 სექტემბერი გასვლითი ტურები:
უძველესი დედაქალაქი – მცხეთის ტური და თბილისის ღირშესანიშნაობები;
კახეთი – ღვინის აკვანი – ღვინის ტური;
თბილისის ღირსშესანიშნაობები და სავაჭრო ტურები.

დარეგისტრირდით ახლა:

http://ubl.ge/en/event/registrations

სამუშაო ენა- ინგლისური (თარგმანი უზრუნველყოფილია ქართულსა და რუსულ ენებზე.)[:]

კომენტარის დატოვება