მარტი26 , 2024
კულტურათსუ-ში შორეული აღმოსავლეთის რეოგიონმცოდნეობის IV სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

[:ka]თსუ-ში შორეული აღმოსავლეთის რეოგიონმცოდნეობის IV სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

19-20 ნოემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შორეული აღმოსავლეთის რეოგიონმცოდნეობის IV სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

კონფერენცია გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელის, ნანა გელშვილის ორგანზებით.

მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები, კონფერენციის თემას წარმოადგენდა “შორეული აღმოსავლეთის ქვეყნები და საქართველო: ისტორიული მემკვიდრეობა და სამომავლო გამოწვევები”, რომელიც შორეული აღმოსავლეთის რეგიონთან დაკავშირებული საკითხების ფართო და საინტერესო სპექტრს მოცავდა: საქართველოსა და რეგიონის ურთიერთობებს, ისტორიას, კულტურას, ეკონომიკას, ენობრივ-ლიტერატურულ, გენდერულ, იდეოლოგიურ და სხვა საკითხებს. კონფერენციაზე აქტიური განხილვის თემას წარმოადგენდა ჩინეთის “სარტყელი და გზის” ინიციატივა, ქართულ-ჩინური თარგმნის თავისებურებები, ტრანსლიტეციის პრობლემები და ა.შ.

გახსნაზე დამსწრეთა შორის იმყოფებოდნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, იაპონიის და სხვა ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებიც. ღონისძიება ეძღვებოდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები