[:ka]

მსოფლიოს უდიდესი ავტომატიზირებული საპორტო ტერიმალი შანხაიში ფუნქციონირებს და  მას ყოველ წლიურად შეუძლია 40 მილიონი კონტეინერის მიღება, რაც ჯამში 136 მილიონ ტონას აღემატება.

მთლიანი ტერმინალის ფართობი 2,23 მილიონ კვადრატულ მეტრს ფარავს და 2,3 კილომეტრიან სანაპიროზე ზოლზეა გადაჭიმული. სამხრეთით კი მას ტონგჰაის ხიდი აქვს, რომელიც სპეციალურად პორტისთვის აშენდა.

ტერმინალის უნიკალურობა იმაშია, რომ ის ფაქტობრივად მთლიანად ავტომატიზირებულია და რამდენიმე ადამიანის მიერ სამართავი პუნქტიდან იმართება. ამრიგად, დასაქმებულთა ხარჯები 70%-ით შემცირდა, ეფექტიანობა კი 50%-ით გაიზარდა.  საქმის უდიდესი ნაწილის რობოტების მიერ შესრულება საშუალებას იძლევა, რომ ტერმინალმა 24 საათიან უწყვეტ რეჟიმში იმუშაოს. 

პორტი აღჭურვილია 26 ხიდის ტიპის ამწეთი და 130 ავტომატური გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებით, რომლებიც ადამიანის მართვის გარეშე აგნებენ საკუთარ გზას ტერმინალის უზარმაზარ ტერიტორიაზე.

შანხაის საერთაშორისო საპორტო ჯგუფის პრეზიდენტი, ჩენ უიუანი აცხადებს, რომ ავტომატიზირებულმა ტერმინალმა არა მხოლოდ გაზარდა პორტის ეფექტურობა, არამედ 10%-ით შეამცირა გამოყოფილი ნახშირორჟანგის რაოდენობა.

მოკლედ შანხაის პორტის ისტორიაზე

შანხაის გეოგრაფიულმა მდებარეობამ განაპირობა მისი, როგორც საპორტო ქალაქის, საკვანძო მნიშვნელობა ცინის დინასტიის დროს. 1842 წელს შანახი გახდა საერთაშორისო პორტი, რომელიც გაიხსნა უცხოური კომპანიებისთვის და მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში იქცა შორეული აღმოსავლეთის ყველაზე მსხვილ პორტად.

პორტს კრიზისული პერიოდი 1949 წლიდან ჰქონდა, რადგან სხვა სფეროებთან ერთად ქვეყანაში საგრძნობლად იკლო ინფრასტრუქტურის მიმართულებით განვითარებამ, თუმცა 1991 წელს დაწყებული ეკონომიკური რეფორმების შედეგად პორტმა, ისევე როგორც მთლიანად ქალაქმა, სწრაფი განვითარება დაიწყო. მას შემდეგ შანხაის პორტი საოცარი ტემპებით იზრდებოდა. ამაში მნიშვნელოვანი როლი ითამაში იანგშანის პორტის გაშენებამ, რომელიც ხმელეთის ძირითად ნაწილს  ტონგჰაის ხიდით უკავშირდება, რომელიც, თავის მხრივ, მსოფლიოს ყველაზე გრძელი საზღვაო ხიდია.

მნიშვნელოვანი სტატისტიკა გამოაქვეყნა 2018 წლის ბოლოს Forbes-მა, რომლის მიხედვითაც მსოფლიოს 10 ყველაზე დატვირტულ პორტებს შორის 7 სწორედ ჩინეთში მდებარეობს.  ესენია:

  • შანხაის პორტი – გადამუშავებული კონტეინერების მოცულობა 37,1მლნ TEU
    ( TEU გახლავთ ერთეული, რომელიც განსაზღვრავს ტერმინალის ტვირთის გატარების სიმძლავრეს, 20 ფუნტიანი კონტეინერის ექვივალენტი)
  • შენჭენის პორტი – გადამუშავებული კონტეინერის მოცულობა 23,97 მლნ TEU
  • ნინგპო-ჭოუშანის პორტი – გადამუშავებული კონტეინერების მოცულობა 21,60მლნ TEU
  • ჰონგ კონგის პორტი – გადამუშავებული კონტეინერების მოცულობა 19,81 მლნ TEU
  • გუანგჭოუს პორტი – გადამუშავებული კონტეინერების მოცულობა 18,85მლნ TEU
  • ცინგტაოს პორტი – გადამუშავებული კონტეინერების მოცულობა 18,01მლნ TEU
  • თიენძინის პორტი – გადამუშავებული კონტეინერების მოცულობა 14,49მლნ TEU

გთავაზობთ, CCTV News Agency-ს ვიდეო რაპორტაჟს იანგშანის პორტის ავტომატიზირებულ ტერმინალზე