კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გაზაფხულის ფესტივალი აღინიშნა

0
4962

[:ka]

ჩინური ახალი წელი,  ცნობილი როგორც  „გაზაფხულის ფესტივალი„   ყველაზე მნიშვნელოვანი  დღესასწაულია ჩინეთში, რომელიც არსებობის ათასწლეულებს ითვლის. ამ შესანიშნავ, ტრადიციულ ფესტივალს ჩინეთის გარდა, არაერთ ქვეყანაში აღნიშნავენ. გამონაკლისი არც საქართველო ყოფილა და წელს, ტრადიციულად ისევ შევუერთდით გაზაფხულის ზეიმს .

თავისუფალი უნივერსიტეტის კულტურის ცენტრში გაზაფხულის ფესტივალისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. სპეციალურად ამ დღისთვის ჩინეთიდან, მოწვეულ იქნა ნანკინის კონსერვატორიის დასი. მოწვეულმა  სტუმრებმა მაყურებელს წარუდგინეს  ჩინური კულტურა, შეასრულეს ტრადიციული ცეკვები და  სიმღერები, რისთვისაც  დამსწრე საზოგადოების აღტაცება და ოვაციები  დაიმსახურეს. ვინაიდან კონცერტზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლო, ჯადოსნური მუსიკის მოსასმენად უამრავმა მაყურებელმა მოიყარა თავი. მათ რიგებში შედიოდნენ, როგორც თავისუფალი  უნივერსიტეტის სტუდენტები  და კურსდამთავრებულები, აგრეთვე სხვა სასწავლებლის სტუდენტებიც. ღონისძიებას უძღვებოდნენ, ქართველი და ჩინელი წამყვანები.

კონცერტის პარალელურად გაიმართა კონკურსის, “რა ვიცით ჩინეთის შესახებ”, და საუნივერსიტეტო და სასკოლო ესეების კონკურსის “ჩემი თვალით დანახული ჩინეთი” დაჯილდოება.  დაჯილდოვების ცერემონიას უძღვებოდა  თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ჩინური მიმართულების ხელმძღვანელი და კონფუცის ინსტიტუტის დირექტორი მარინე ჯიბლაძე. კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცათ საპატიო პრიზები , თუმცა უსაჩუქროდ არც სხვა მონაწილეები დარჩენილან და მათაც გადასცეს წამახალისებელი საჩუქრები. დაჯილდოვების ცერემონიალში  წამყვანთან ერთად ჩართულნი იყვნენ ისეთი საპატიო პირები როგორებიც არიან, თბილისის თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორი, ვახტანგ ლეჟავა, ცოდნის ფონდის პრეზიდენტი ანასტასია ბენდუქიძე, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ჩინელი დირექტორი  ჩ ჟუშანი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს სავაჭრო პალატის მრჩეველი ბატონი ვანი.

საღამოს დასასრულს, მონაწილეებთან ერთად ყველამ გადაინაცვლა უნივერსიტეტის ფოიეში სადაც სტუმრებს ქართული და ჩინური კერძებით გაუმასპინძლდნენ. ღონისძიების დასასრული საზეიმო ტორტის გაჭრით დაგვირგვინდა.

 [:]