[:ka]კერძები, რომლებიც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ ჰონგ კონგში მოგზაურობისას[:]

[:ka]

ჰონგ კონგში აღმოსავლეთი დასავლეთს ერწყმის. ზოგიერთისთვის ჰონგ კონგი ის ადგილია, სადაც შეგიძლიათ იშოპინგოთ ძვირადღირებული ბრენდების მაღაზიებში. ბევრი გურმანისთვის კი ჰონგ კონგი არის ადგილი, სადაც შესაძლებელია დაიკმაყოფილოთ თქვენი სურვილი და მიირთვათ უგემრიელესი ადგილობრივი ან უცხოური კერძი.

მსოფლიოს სხვა ადგილებისგან განსხვავებით, ჰონგ კონგში შეგიძლიათ დააგემოვნოთ არა მხოლოდ დასავლური სამზარეულო, დაწყებული ფრანგულიდან დამთავრებული ესპანური კერძებით, არამედ მიირთვათ გემრიელი (ამასთანავე, ხელმისაწვდომი) კერძები ადგილობრივ რესტორან ჩა ჩაან თენგში. ამ ქსელის რესტორნებში სულ რაღაც $10 შეგიძლიათ მიირთვათ ნოყიერი ლანჩი.

გთავაზობთ ჰონგ კონგის რამდენიმე ცნობილ ადგილობრივ კერძს:

ლაფშას წვნიანი ძროხის ხორცით

[ფოტო/ Xu Liuliu/ GT]

ამ კერძის მომზადება არც ისეთი მარტივია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. თავდაპირველად ამზადებენ ცხელ წვნიანს, რომელშიც ბოსტნეულის ნაცვლად, გაზავებულია სხვდასხვა სახის სუნელი და ხახვი.

იმისათვის, რომ მომზადდეს გემრიელი ლაფშას წვნიანი, აუცილებელია, ლაფშა მოვამზადოთ ხერხისებრ კრევეტებთან და ცოტა ღორის ხორცთან ერთად. ამავდროულად, მნიშვნელოვანია ლაფშა იყოს გლუვი, თხელი და ფხვიერი. ამის მისაღწევად კი საჭიროა, მომზადებისას ლაფშას დავუმატოთ კვერცხი.

ცომის გუფთები კრევეტებით 

[ფოტო/ Xu Liuliu/ GT]

ცომის გუფთები კრევეტებით ერთ-ერთი ცნობილი წასახემსებელი კერძია ჩინეთში. ეს არის ცომის თხელი ფენა, რომელიც საშუალებას გვაძლევს დავინახოთ შიგთავსი. ცომის თხელ ფენას ჩვეულებრივ ამზადებენ ფქვილისგან, თუმცა ამ კერძის მოსამზადებლად, ფქვილის ნაცვლად, იყენებენ  ხორბლის სახამებელს. არსებობს უამრავი სახეობის ცომის გუფთა, რომლებიც ერთმანეთისგან შიგთავსით განსხვავდება.

საუკეთესო კერძები, რომლებიც შეგიძლიათ ჩაისთან ერთად შეუკვეთოთ, არის გამომცხვარი ფუნთუშები ღორის ბარბექიუსთან ერთად, ცომის გუფთები კრევეტებით, ვერმიშელის როლი კრევეტებითა და გამომცხვარი ნამცხვრი კვერცხით. ასევე ცნობილია ვერმიშელის როლი ღორის ღვიძლთან ერთად და ორთქლზე დამზადებული ქათმის ფეხები შავი ლობიოს სოუსით.

ქათმის ფეხები შავი ლობიოს სოუსით

[ფოტო/ Xu Liuliu/ GT]

ცხარე ლაფშას წვნიანი ძროხის ხორცით

[ფოტო/Xu Liuliu]

[:]

კომენტარის დატოვება