Home "ჩინეთის ექსპერტი 2017" ჩინეთის კულტურა: ბუდისტური მთები

[:ka]ჩინეთის კულტურა: ბუდისტური მთები [:]

0
5354

[:ka]

ბუდიზმი ჩინეთში მრავალი საუკუნის წინ  გავრცელდა და დღევანდლამდე განვითარების საკუთარი გზა გაიარა. აშენდა არაერთი ტაძარი, რომლებიც დღეს უკვე მნიშვნელოვან ძეგლებს წარმოადგენენ და მნახველების ყურადღებასაც იქცევენ. თუმცა გამორჩეულია ოთხი ადგილი, რომლებიც  დიდ ბუდისტურ მთებად იწოდებიან.

უთაი – შანსის პროვინციაში ზღვის დონიდან 3000 მეტრზე მაღლა  მდებარე ადგილი 5 მწვერვალით არის შემოსაზღვრული. ჯერ კიდევ, ხანისა და თანგის დინასტიიდან მოყოლებული, ეს ადგილი ჩინური ბუდიზმის ცენტრად იქცა. დღეს ტაძრების რაოდენობა რამდენიმე ათეულს ითვლის და ისინი არა მხოლოდ ჩინეთში, არამედ  საერთაშორისო მასშტაბით იქცევს ყურადღებას. ყველაზე ცნობილი ტაძრების სახელწოდებებია: სიენთუნგი, თაიუენი, ვენშუ, შუსიანგი და ლუნგხუ.

ფუთუო – მდებარეობს ჭეძიანგის პროვინციაში ჭოუშანის ერთ–ერთ პატარა კუნძულზე, რომლის ფართობია 12,5 კვ. კმ.  ამ წმინდა ბუდისტური ადგილის გარშემო ზღვის ულამაზესი ხედი იშლება, რაც უფრო მეტად მიმზიდველს ხდის ამ ადგილს. ფუთუოს მთაზე მცხოვრები ბერების რაოდენობა 4000–ს აღწევს. ფუთუოს სტუმრობისას, ერთი მხრივ, შეიძლება ისტორიულ გზებზე სიარული და ბუდიზმის უკეთ გაცნობა, ხოლო, მეორე მხრივ, შესაძლებელია მშვენიერი ხედების დათვალიერება.

ემეი – სიჩუანის პროვინციაში მდებარეობს. ეს ბუდისტური ცენტრი 1996 წელს მსოფლიოს ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის სიაში შევიდა. ემეის მთას მრავალი საუკუნის ისტორია აქვს, ინდოეთიდან ჩინეთში შემოსული ბუდიზმი ამ მთაზეც იკიდებდა ფეხს და დროთა განმავლობაში დაგროვდა  მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, მათ შორის, ასობით ისტორიული და მატერიალური ღირებულების მქონე საგანძური. დღემდე შემორჩენილია 30–მდე ტაძარი, შენობების ფართობი იკავებს 100 000 კვ.მ–ს. გარდა იმისა, რომ ემეის მთა ცნობილია თავისი ძეგლებითა და ულამაზესი ბუნებით,  ემეის ჩაის კულტურაც საქვეყნოდ ცნობილია.

ძიოუხუა – გადმოცემის თანახმად, ანხუეის პროვინციაში მდებარე ადგილი ამ სახელით თანგის დინასტიის სახელგანთქმული პოეტის ლი პაის ლექსის შემდეგ გახდა ცნობილი. მთა შედგება 99 მწვერვალისაგან, რომელთაგანაც ყველაზე მაღალი 1344.4 მ–ია. გარდა ისტორიული ძეგლებისა, ეს ადგილიც გამოირჩევა ბუნების სილამაზითა და ფაუნით.

ჩინეთში მრავალი საინტერესო ადგილია, რომელთა მონახულებაც ღირს, მათ შორის, ზემოჩამოთვლილი ოთხი მთა, თუმცა გარდა ამ მთებისა არსებობს  ტაოსიზმის სხვა ხუთი წმინდა მთა.

 [:]

NO COMMENTS