[:ka]მაღალი ტექნოლოგიით აღჭურვილი საკლასო ოთახები ჩინეთში, როგორც პრიორიტეტი განათლების სისტემაში[:]

[:ka]

განათლების სამინისტროს ძირითადი მიზანი, რომელიც უკეთესი განათლებას ემსახურება, უკვე შესრულებულია. ინტერნეტით სრული უზრუნველყოფა და მასზე ხელმისაწვდომობა დაწყებითსა და საშუალო სკოლების უკვე 80%-შია შესაძლებელი.
ახალი დოკუმენტი, საგანმანათლებლო ინფორმაციაზე, ასევე ხაზს უსვამს, იმასაც, რომ სკოლების უმეტესობას, ქვეყანაში უნდა ჰქონდეს 10მგ. სიჩქარის ინტერნეტი, განსაკუთრებით კი ისეთსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომლებიც ქალაქ გარეთ, სოფლებში მდებარეობენ. იქ სადაც სასწავლო რესურსების საკმაოდ მძიმე დეფიციტია.
დოკუმენტი, აგრეთვე მოუწოდებს, სკოლების გარდა სხვა სასწავლო დაწესებულებებს, ჩაერთონ პროგრამაში. ამის მიზანი, კი არის საგანმანათლებლო რესურსების გაცვლა სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეთათვის, 2 მილიონზე მეტი კლასებისათვის, ქვეყნის მასშტაბით.
გარდა ამისა, დოკუმენტში ნათქვამია, რომ მსგავსი პროგრამა, მოსწავლეების გარდა პედაგოგებისათვისაც მეტ რესურსს შექმნის, რაც საბოლოოდ წინ წაწევს და აამაღლებს განათლების დონეს.

[:]

კომენტარის დატოვება