Home Projects მაღალტექნოლოგიური მიღწევები 2018 წლის ინოვაციების კვირეულის ფარგლებში

[:ka]მაღალტექნოლოგიური მიღწევები 2018 წლის ინოვაციების კვირეულის ფარგლებში[:]

0
74
[ფოტო/VCG]

[:ka]

9 ოქტომბერს 2018 წლის ეროვნული მასობრივი ინოვაციებისა და მეწარმეობის კვირეული გაიხსნა. წლევანდელ ერთკვირიან ღონისძიებას, რომელიც ოფიციალური დროით 15 ოქტომბერს დასრულდება, ჩენგტუ, სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთის ს’ჩუანის პროვინცია მასპინძლობს.

კვირეულის ფარგლებში გაიმართება ფორუმი თემაზე მაღალტექნოლოგიური მიღწევები, დისკუსიები ინოვაციებსა და მეწარმეობის სფეროს ახალ მიღწევებზე, ინოვაციების განვითარების სიმპოზიუმი და ასევე, ძირითადი პროექტების დამტკიცება და ხელმოწერის ცერემონია.

პირველად ღონისძიება 2015 წელს გაიმართა, მას შემდეგ, რაც ჩინეთის პრემიერმა ლი ქეციანგმა 2014 წლის სექტემბერში საზაფხულო დავოსში მასობრივი მეწარმეობისა და ინოვაციების კამპანია წარმოადგინა. აღნიშნული გამოფენა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც იმართება.

 [:]

NO COMMENTS