[:ka]მომავლის საკვების ძიებაში[:]

[:ka]

ჩინეთის მთავრობა ხელს უწყობს კარტოფილის, როგორც ჩინეთის “მეოთხე საფეხურის” მოყვანას, რათა უზრუნველყოს მსოფლიოს ყველზე ხალხმრავალი ერის გამოკვება და საკვები პროდუქტის მარაგის უსაფრთხოება. 

როდესაც ხალხი ჩინურ საკვებზე ფიქრობს, პირველად რაც მათ ახსენდებათ ბრინჯია. მიუხედავად ამისა, არსებობს გეოგრაფიული გამყოფი ხაზი ნალექიან სამხრეთ რეგიონსა, სადაც ბრინჯი მთავარი პროდუქტია, და ჩრდილოეთს შორის, სადაც მარცვლეულია დომინანტი. მარცვლეული, მესამე მთავარი პროდუქტი, შესაძლოა, გაიზარდოს ქვეყნის ნებისმიერ რეგიონში. დღეს, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ერისთვის, რომლის გამოსაკვებად საკვები პროდუქტების დიდი რაოდენობით იმპორტირებაა საჭირო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხელს უწყობს მომავლის საკვების – კარტოფილის წარმოებას. კარტოფილი დიდი ხანია ჩინეთის კულინარიული ლანდშაფტის ნაწილია, მაგრამ იშვიათად გამოიყენება როგორც მთავარი პროდუქტი. სამინისტროს მიერ გასული წლის თებერვალში გამოქვეყნებული ხუთწლიანი გეგმის (2016-20) ფარგლებში, კარტოფილის კულტივირებისთვის განკუთვნილი ფართობი, 2020 წლისთვის, 6.67 მილიონ ჰექტრამდე გაიზრდება. სამინისტროს განცხადებით, მომავალში საკვები პროდუქტების 30% სწორედ კარტოფილი იქნება.

სამინისტროს გეგმამ უკვე მიაღწია წარმატებას. დღეს, კარტოფილის ფხვნილი შეადგენს საკვები პროდუქტების ყველა კომპონენტის  50%-ს. ხანგჭოუში ჭეძიანგის A&F უნივერსიტეტის კვლევითი ჯგუფი მუშაობს ბუნებრივი გატეხილი ბრინჯის მარცვლისგან ხელოვნური ბრინჯის შესაქმნელად. სავარაუდოდ, ამგვარად დამზადებული ერთი კილოგრამი ბრინჯი 7 იუენი ($ 1) ეღირება.

Searching for the food of the future

შეგუება 

ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, მარცვლეული პროდუქტების რაოდენობა 2004 წელს 411 მლნ ტონას შეადგენდა, 2014 წელს კი 565 მლნ ტონას. მიუხედავად ამისა, მარცვლეულის მსგავსი სიჩქარით ზრდამ მოთხოვნა ვერ დააკმაყოფილა. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, მარცვლეულზე ჩინეთის მოთხოვნა 2020 წლისთვის 670 მილიონ ტონას მიაღწევს, 2030 წლისთვის კი 700 მილიონ ტონამდე გაიზრდება.

ზოგიერთ რეგიონში, ბოლო წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად, შეიზღუდა სიმინდისა და ბრინჯის მოყვანა. ადვილად მზარდი კარტოფილი გახდა საუკეთესო საკვები სარეზერვო შენახვისა და სურსათის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

“კარტოფილი იყენებს ხორბლის ან ბრინჯისთვის საჭირო წყლის 30%-ს და შეუძლია გაიზარდოს მშრალ, ცივ და უნაყოფო ადგილებში,”- განაცხადა სამინისტროს მთავარმა აგრონომმა სუნ ჭუნგხუამ.

Searching for the food of the future

ფესვისა და ბოლქვის მოსავლის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი ლი ცანხუი გვაჩვენებს, როგორ იზრდება კვირტი კონტეინერში. [ფოტო/ Yang Wanli / China Daily]

მარტივი განაშენიანება

იუნანის სამხრეთ-დასავლეთით საუკეთესო ნიადაგია კარტოფილის მოსაყვანად, თუმცა ტერიტორიის 90% მეტად მთიანი ან ნახევრად მთიანი რაიონებია, რაც ხელს უშლის მეურნეობას. პროვინციის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სტატისტიკის მიხედვით, იუნანში მოყვანილი კარტოფილის მარაგი ბოლო ათი წლის განმავლობაში სტაბილური იყო და დაახლოებით 10 მილიონ ტონას შეადგენდა. 1950-იან წლებში, იუნანის ფერმერებმა ქვეყნის მასშტაბით ახალი კარტოფილის ჯიშების 20% გამოიყვანეს.

კომერციულად გაზრდილი კარტოფილი არის კლონი, რომელიც იზრდება თიხის ჭურჭელში და არა თესლით. ბოლქვი დამწიფებისას წარმოქმნის ორიდან ათამდე კვირტს, რომელიც ცნობილია როგორც თვალები. კვირტები წარმოქმნიან ახალ მცენარეს, რომელიც იზრდება ხელსაყრელ პირობებში. დაახლოებით 300-400 ქათმის კვერცხის ზომის ბოლქვი შესაძლოა, გაიზარდოს 0.06 ჰექტარი მიწის ნაკვეთზე.

გადაწყვეტილებები

იუნანის ფესვისა და ბოლქვის მოსავლის კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორიის თაროებზე თითქმის 3 000 მინის კონტეინერია, რომელშიც პატარა კვირტები იზრდება. სექტემბერში, უნივერსიტეტმა პირველად კარტოფილის კვლევისადმი მიძღვნილი  სამეცნიერო ფაკულტეტი შექმნა.

“ჩვენ ძირითადად ვმუშაობთ კარტოფილის გენომებზე და ვიყენებთ მეცნიერებას, რათა ტრადიციული მეთოდი, თესლიდან კარტოფილის მოყვანა, შევცვალოთ ბოლქვის მეშვეობით მის მიღებაში,”- განაცხადა ინსტიტუტის დირექტორმა ლი ცანხუიმ.

ლი ცანხუიმ, რომელიც 1980-იანი წლებიდან მოყოლებული იკვლევს კარტოფილის ჯიშებს, ასევე განაცხადა, რომ უნივერსიტეტში 40 წელია მიმდინარეობს კარტოფილის თვისებების შესწავლა.

წინააღმდეგობა ვირუსებზე

კვლევის შედეგად შესაძლოა წარმოება ვირუსული რეზისტენტული კარტოფილისა, რომელის სარგებელი 30- 50%-ით აღემატება ბუნებრივ პროდუქტს. ასევე  გამოიყვანეს რამდენიმე ჯიში, რომელსაც აქვს ძლიერ დაავადებებთან წინააღმდეგობის გაწევის უნარი. უფრო მეტიც, ახალი კულტივირებული სახეობა სახელწოდებით “ურთიერთთანამშრომლობა-88”, რომელიც უნივერსიტეტსა და კარტოფილის აკადემიის მიერ ერთობლოვადაა შემუშავებული, სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში ყველაზე ფართოდ გავრცელებული ჯიშია.

ლი ცანხუის მიხედვით, კარტოფილი ჩინეთში 1600 წლიდან შემოვიდა, თუმცა ძირითად მოსავლად მხოლოდ 1980-იან წლებში იქცა. 1993 წლამდე კი სახალხო რესპუბლიკა მსოფლიოში კარტოფილის უდიდესი მწარმოებელი ქვეყანა იყო. 2014 წელს, ჩინეთში 95.5 მილიონი ტონა კარტოფილის მოსავალი მოიყვანეს. ეს მაჩვენებელი ორჯერ აღემატება ინდოეთის, სიდიდით მეორე კარტოფილის მწარმოებლის, მაჩვენებელს.

Searching for the food of the future

ჩინური-სტილის კარტოფილის კერძი. [ფოტო/Xi Niu / For China Daily]

დიდი ხმაურის გამომწვევი პატარა ბოლქვი

მიუხედავად იმისა, რომ კარტოფილი ჩინეთში რამდენიმე ასეული წლის წინ შემოვიდა, ის ჯერ კიდევ მეორე ხარისხის კერძად ითვლება. ბევრი ფერმერისთვის, კარტოფილის გაშენების დონის ამაღლება ადვილი ამოცანაა. წლების წინ, ბევრმა ჩინურმა ქალაქმა კარტოფილი ერთ-ერთ ინგრენდიენტად გამოიყენა. 1980-იანი წლებიდან, დიდი რაოდენობით კვების კომპანიები იყენებდნენ კარტოფილის ბიზნესს. მათ ადგილობრივი კარტოფილით დაიწყეს ისეთი პოპულარული წასახემსებელი საკვების დამზადება, როგორიცაა კარტოფილის ჩიფსი და ფრანგული წესით მომზადებული კარტოფილი.

იუნანის დედაქალაქის ქუნმინგის წასახემსებელი საკვები პროდუქტების კომპანიის ყოფილმა მენეჯერმა იანგ კუანგფვუმ განაცხადა, რომ:

“მომავალში სპეციალური მიკროელემენტებით გაჯერებული კარტოფილი შესაძლებელია ხელმისაწვდომი იყოს ბაზარზე. სამეცნიერო კვლევამ შეძლო, ბოლქვი ჯადოსნური გაეხადა და ის აუცილებლად გახდება ძლიერი მამოძრავებელი ძალა ჩინეთში კარტოფილის პოპულარიზაციის ხელშესაწყობად”.

[:]

კომენტარის დატოვება