[:ka]მორიგი მუნიციპალური პროექტი[:]

[:ka]

ჩინეთი მხარს დაუჭერს საზიარო ავტომობილების ინდუსტრიალიზაციასა და წარმოებას. მანქანის გაქირავების უკვე მოძველებული სერვისისგან განსხვავებით, საზიარო ავტომობილების სერვისი სრულიად ახალი ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი.

ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი გლობალური სისტემის (GPS) და მობილური ინტერნეტის სერვისები ხელს შეუწყობს მგზავრთა კომფორტულ გადაადგილებას. მანქანის გაზიარების ფირმებმა უნდა გააუმჯობესონ თავიანთი სერვისები მომხმარებელთა გამოკითხვისას და მონაცემთა ანალიზის მეშვეობით. მათ ასევე უნდა უზრუნველყონ ავტომანქანების უსაფრთხოება და დაიცვან პირადი ინფორმაცია და მომხმარებლის დეპოზიტები.

ჩინეთის ეკონომიკა ბოლო პერიოდში ძალიან სწრაფად განვითარდა. ისეთმა კომპანიებმა, როგორებიცაა  OFO და Mobile, უცხოური ინვესტიციების დიდი ნაწილი მოიზიდა.

სახელმწიფო საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად, გასულ წელს აღნიშნულ ეკონომიკაში განხორციელებული ტრანზაქციებიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 3.45 ტრილიონი იუენი (დაახლოებით 514 მილიარდი აშშ დოლარი), რაც 2015 წლის მაჩვენებელზე ორჯერ მეტია.

[:]

კომენტარის დატოვება