მარტი24 , 2024
ბიზნესიმშენებლობა უკეთესი მომავლისათვის

[:ka]მშენებლობა უკეთესი მომავლისათვის[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]ჩინეთის მთავრობის მიერ შემუშავებული ხუთწლიანი გეგმის მიხედვით, ჩინეთი მწვანე შენობების მშენებლობას და რეკონსტრუქციას ისახავს მიზნად. მათი მიზანი სუფთა, ჭკვიანი და უსაფრთხო შენობების შექმნაა. ცნობები ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე ჯერ-ჯერობით მწირია, თუმცა ცნობილია, რომ  ჩინეთში სამშენებლო ინდუსტრია 2020 წლისთვის $1 ტრილიონს გადააჭარბებს, რაც  გულისხმობს 4.7%-იან წლიურ ზრდას.

“მწვანე” საკუთრება, რომელიც თანამედროვე, სუფთა სახლებისაგან შედგება, ენერგოეფექტურობით და ეკოლოგიურობით გამოირჩევა.

ახალი გეგმის მიხედვით, 2020 წლისთვის ახალი ურბანული შენობების მინიმუმ 50% ენერგოეფექტური იქნება. ახალი ნაგებობების პრიორიტეტების ჩამონათვალში არის ენერგიისა და წყლის რესურსების დაზოგვა. სწორედ ეს არის მიზანი ახალი, ხუთწლიანი გეგმისა, რომელიც უკეთესი მომავლის საწინდარი უნდა გახდეს.

აღსანიშნავია, რომ მარტში, ჩინეთის ურბანული მეურნეობის განვითარების სამინისტროს მეცნიერებათა და ტექნოლოგიების  განვითარების ცენტრმა გააუმჯობესა ქვეყნის მწვანე შენობების ეტიკეტირების სისტემა. მწვანე მშენებლობის შეფასების სისტემა  პროექტებს ექვსი კატეგორიის მიხედვით აფასებს. შეფასება ხდება მიწის, ენერგეტიკის, წყლისა და მატერიალური ეფექტურობის მიხედვით.

ახალი, “მწვანე” სახლების დაგეგმარება მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიერ შემუშავებული პროგრამით მოხდა. ახალმა პროექტმა ხელი შეუწყო გეოთერმული, ჰიდროელექტროსადგურის, ქარისა და ბიომასის ენერგიის გამოყენებას, მათ შორის ქვანახშირის მოხმარებას.

“ეს ინიციატივა შექმნის საერთაშორისო პლატფორმას, რათა უზრუნველყოს ჩინეთის მწვანე შენობის ეტიკეტირების სისტემის უწყვეტი გაუმჯობესება”-განაცხადა, CSTID- ის მწვანე შენობა-განვითარების დეპარტამენტის ვიცე-დირექტორმა სუნგ ლინგმა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ივნისში ჩინეთის კონტრაქტორმა ასოციაციამ და საერთაშორისო მძიმე ტექნიკის მწარმოებელმა კომპანია ვოლვომ, ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის თანახმადაც, გაიზრდება თანამშრომლობა მდგრადი ინფრასტრუქტურის მშენებლობაში.

ჩინეთი არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ბაზარი“, – განაცხადა ვოლვოს სამშენებლო ტექნიკის ჩინეთის პრეზიდენტმა ფრანცის სუმმა.

ეს არის ერთ-ერთი Volvo CE- ის ოთხი ძირითადი ბაზრის ტერიტორია და აქ ინვესტიციების განხორციელების სისტემური მიდგომა გვაქვს,”- დასძინა მან.

სამშენებლო კომპანიები ასევე აღრმავებენ პარტნიორულ ურთიერთობებს, რათა ხელი შეუწყონ მდგრადსა და მწვანე მშენებლობის პრაქტიკას.

ახალი საცხოვრებელი სახლების განვითარება იმდენად პოპულარული გახდა, რომ “ახალი ბინადრები” ლატარიის პროცესის მეშვეობით შეირჩა.

 [:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები