[:ka]პანდა- ჩინური დიპლომატიის სავიზიტო ბარათი[:]

[:ka]გიგანტური პანდა კიდევ ერთხელ მოექცა მსოფლიო ყურადღების ცენტრში. 4 ივლისს, ბერლინის ზოოპარკში გაიხსნა პანდების ბაღი, სადაც  ოთხი წლის მდედრმა მენგ მენგმა  და შვიდი წლის მამრმა ძიაო ცინგმა დაიდეს ბინა. პანდების ბაღის გახსნას გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ერთად ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგიც ესწრებოდა.

A short history of panda fever worldwide

პრეზიდენძი სი ძინფინგი (მარჯვნიდან მეორე), მისი მეუღლე ფენგ ლიიუენი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი (მარჯვნიდან პირველი) სტუმრობენ პანდების ბაღს ბერლინის ზოოპარკში. 2017 წლის 5 ივლისი. [Photo/Xinhua] 

უნდა აღინიშნოს, რომ ათწლეულების მანძილზე ცხოველებს არასოდეს უღალატიათ თავიანთი მოვალეობისათვის. როგორც ჩინეთის მშვიდობისა და მეგობრობის ელჩებმა,  პანდებმა ათასობით გულშემატკივარი და თაყვანისმცემელი შეიძინეს. გიგანტური პანდა, როგორც ჩინეთის ეროვნული საგანძური, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის განმტკიცებაში.

 

A short history of panda fever worldwide

 

Infographic by Zhao Siyuan/chinadaily.com.cn

დიპლომატიური წარმომადგენელი  1957-1982 წლებში

პანდათა დიპლომატია 1957 წელს დაიწყო. მაშინ, როცა გიგანტური პანდა პინგ პინგი საჩუქრად გაუგზავნეს საბჭოთა კავშირს. სამწუხაროდ, მოსკოვში ცხოვრების 4 წლის შემდეგ, განსხვავებული კლიმატური პირობების გამო, პანდა გარდაიცვალა.

მსოფლიო ყურადღების ეპიცენტრში კი პანდა პირველად 1972 წელს მოექცა, როდესაც ჩინეთის მაშინდელმა პრემიერმა, ჭოუ ენლაიმ, ორი პანდა სახელად ლინ ლინი და სინგ სინგი შეერთებულ შტატებს საჩუქრად გადასცა. 1972 წლის 20 აპრილს, 8 მილიონზე მეტი ამერიკელი, წვიმაში, სულმოუთმენლად ელოდა ჩინეთიდან მომავალ საჩუქრებს. ცნობილია, რომ ახალი ბინადრების ჩამოსვლის შემდეგ, ვაშინგტონის ეროვნულ ზოოპარკს პირველი თვეების განმავლობაში მილიონი სტუმარი ეწვია.

მომდევნო წლებში, ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებისათვის, პანდა საჩუქრად გადაეცა იაპონიას, საფრანგეთს, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთს. სტატისტიკის მიხედვით, 1957-დან 1982 წლამდე,  19 გიგანტური პანდა 9 ქვეყანას გადაეცა საჩუქრად. აღსანიშნავია ისიც, რომ ბევრი მათგანი ქვეყანაში აღარ დაბრუნებულა. ზოგიერთი პანდა სხვადასხვა მიზეზის გამო იღუპებოდა.

დღეს მსოფლიოს 14 ქვეყანაში 48 გიგანტური პანდა ცხოვრობს.

A short history of panda fever worldwide

Infographic by Zhao Siyuan/chinadaily.com.cn

1984-1994 წლები

1982 წელს, ჩინეთმა გადაშენების პირას მყოფი სახეობების დაცვის მიზნით, შეაჩერა  გიგანტური პანდების უფასოდ გადაცემის პროგრამა. 1984 წელს ქვეყანამ პანდების გაქირავების პროექტი დაიწყო. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა გარკვეული რაოდენობის თანხას იხდიდა იმისთვის, რათა პანდები შეზღუდული დროით წაეყვანათ თავიანთ ქვეყნებში. პანდას როლი დიპლომატიური წარმომადგენლიდან კომერციულში გადაიზარდა.

1984-1988 წლებში აშშ-ს არაერთმა ქალაქმა ჩინეთთან გააფორმა ხელშეკრულება. მათმა მოგებამ, ამ დღიდან სამ თვეში, მილიონობით დოლარს მიაღწია. შედეგად, კიდევ ერთხელ დაადასტურა პანდების ღირებულება კომერციულ სფეროში.

ერთობლივი გამრავლების პროგრამა, 1994 წელი

A short history of panda fever worldwide

კანადის პრემიერ მინისტრი ჯასტინ ტრუდო ესალმება ძია ფანფანსა და ძია იუეიუეს 2016 წლის 7 მარტს, როდესაც მათ სახელები ოფიციალურად დაარქვეს. (From Justin Trudeau (@JustinTrudeau) | Twitter) 

1994 წელს, პანდების ერთობლივმა გამრავლების პროგრამამ მათი გაქირავების პროექტი შეცვალა. ახალი შეთანხმებით, მიმღები ქვეყანა იხდიდა $10 მილიონს პანდის 10 წლით წაყვანისათვის. 1994 წელს, ორი გიგანტური პანდა გაიგზავნა იაპონიაში სამეცნიერო კვლევისათვის.

უკანასკნელი 22 წლის განმავლობაში პროექტის წარმატება მეტად თვალსაჩინო გახდა. ქვეყნებთან მსგავსი სახით თანამშრომლობამ, ცხოველთა ყოვლისმომცველი კვლევისათვის, მეტი სარგებელი მოიტანა.

ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, ყოველი დაბადებული პანდა 4 წლის ასაკში ჩინეთს უბრუნდება. ამჟამად, გიგანტური პანდები აშშ-ს ოთხი ზოოპარკის ახალი ბინადრები არიან. მათი ახალი სახლები ვაშინგტონის, ატლანტის, მემფისისა და სან დიეგოს ზოოპარკებშია.

A short history of panda fever worldwide

ძია იუეიუე და ძია ფანფანი თამაშობენ თავიანთ დედა არ შუნთან ტორონტოს ზოოპარკში. ტორონტო, კანადა, 2016 წლის 13 ოქტომბერი.  [Photo/Xinhua] 

A short history of panda fever worldwide

 

 

ათწლეულების განმავლობაში, დიპლომატიურ სამსახურში ყოფნამ, პანდები საქვეყნოდ აღიარებული გახადა. ისინი ჩინეთის წარმატებული ელჩები გახდნენ.

 

 

 

 

 

მეი ლუნი და მეი ჰუანი, 2013 წლის 15 ივლისს ატლანტის ზოოპარკში დაიბადნენ. ისინი ჩინეთის საზღვრებს გარეთ გადარჩენილი პირველი ტყუპი პანდები იყვნენ.

A short history of panda fever worldwide

მძინარე მეი ლუნი და მეი ჰუანი და მათი დედა ატლანტის ზოოპარკში. ატლანტა, ჯორჯია, შეერთებული შტატები, 2013 წლის 14 ნოემბერი. [Photo/Agencies]

პაო პაო 2013 წლის 23 აგვისტოს ვაშინგტონში, სმითსონის ეროვნულ ზოოპარკში დაიბადა. ის შთამომავალია იმ პანდებისა, რომლებიც 2000 წელს ერთობლივი გამრავლების პროგრამით გადაეცა აშშ-ს. პაო პაო გახლდათ პირველი პანდა, რომელმაც დაბადების დღის მისალოცი ვიდეო მიიღო ჩინეთის პირველი ლედის ფენგ ლიიუენისა და აშშ-ს მაშინდელი პირველი ლედის მიშელ ობამასგან.

A short history of panda fever worldwide

გიგანტური პანდა პაო პაო აღნიშნავს ორი წლის იუბილეს ვაშინგტონში, 2015 წლის 23 აგვისტოს. [Photo/Chen Weihua/China Daily]

იაპონია 

A short history of panda fever worldwide

პანდა სახელად აიპაო, რომელიც საყვარელ საგანძურს ნიშნავს. სამხრეთ კორეა, 2016 წლის 3 მარტი.  [Photo/Agencies] 

იაპონელებსაც უყვართ გიგანტური პანდები. მას შემდეგ, რაც 1972 წელს პირველი წყვილი პანდა ქანგ ქანგი და ლან ლანი დაბინავდა ტოკიოს ზოოპარკში, უამრავი იაპონელის გული სიყვარულით აივსო. 2011 წელს, ქვეყანაში გაგზავნილმა პანდების მორიგმა წყვილმა ხალხის სიყვარული გააღრმავა და პანდებს მეტი გულშემატკივარი გაუჩინა. 2012 წელს კი დაიბადა ტოკიოს ზოოპარკის ახალი ბინადარი, რომელიც, სამწუხაროდ, ფუკუშიმას ბირთვულ კატასტროფას შეეწირა. მაშინ მთელმა იაპონიამ განიცადა პატარა ბინადრის ტრაგიკული გარდაცვალება.

დიდი ბრიტანეთი

A short history of panda fever worldwide

თიენ თიენი, გიგანტური პანდა მიირთმევს ბამბუკს ედინბურგის ზოოპარკში. ედინბურგი, შოტლანდია, გაერთიანებული სამეფო. 2016 წლის 12 აპრილი. [Photo/Agencies] 

დიდი ბრიტანეთის ზოოპარკში გიგანტური პანდა პირველად 2011 წელს გამოჩნდა. მათმა გამოჩენამ ახალი სტიმული მისცა შოტლანდიის ეკონომიკას. ახალმა ბინადრებმა ედინბურგის ზოოპარკის შემოსავალი £5 მილიონიდან ($6 მილიონი) £15 მილიონამდე ($ 18 მილიონი) გაზარდეს. ზოოპარკში პანდების გამოჩენის შემდეგ, ვიზიტორების რიცხვი  51% -ით გაიზარდა.

გერმანია

A short history of panda fever worldwide

გიგანტური ტყუპი პანდა 2016 წლის 7 აგვისტოს დაიბადნენ. ვენა, ავსტრია. 2016 წლის 28 სექტემბერი. [Photo/Agencies] 

პირველი პანდა პაო პაო გერმანიაში 1980 წელს გაიგზავნა. დახვედრის საზეიმო ცერემონიაზე ის მთავარი ფიგურა იყო. ბერლინის ზოოპარკში დაბინავების შემდეგ, პაო პაო ყველაზე მაღალი მომსახურებით სარგებლობდა. მას თავს ევლებოდნენ. თიენ თიენი, პაო პაოს პარტნიორი, მალევე გაგზავნეს ბერლინში, თუმცა, სამწუხაროდ, ის გარდაიცვალა. იმისათვის, რათა მარტოდ დარჩენილი პაო პაოსათვის პარტნიორი ეპოვნათ, ის ბერლინიდან დიდ ბრიტანეთში გაგზავნეს. თუმდა ამით პრობლემა არ გადაიჭრა. პაო პაო კვლავ მარტო აღმოჩნდა. ზოოპარკმა არ შეაჩერა მისთვის წყვილის მოძიება და მასთან, 1997 წელს, ჩინეთიდან, იუენ იუენი ჩამოიყვანეს იმ იმედით, რომ ახლა მაინც შეძლებდა პაო პაო ვინმესთან შეჯვარებას. ეს მცდელობაც უშედეგოდ დასრულდა. ხუთი წლის შემდეგ პაო პაო გარდაიცვალა. ის იყო უძველესი მამრობითი სქესის გიგანტური პანდა მსოფლიოში.

A short history of panda fever worldwide

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი, მისი მეუღლე ფენგ ლიიუენი, ბელგიის სამეფოს მეფე ფილიპე და დედოფალი მატილდა საზეიმოდ ხსნიან პანდების სახლს ფეირი დეიზას ზოოპარკში. ბრუგელეტი, ბელგია. 2014 წლის 30 მარტი.[Photo/Xinhua] 

 [:]

კომენტარის დატოვება