Home ახალი ამბები პეკინმა აგვისტოში სკოლების გახსნა დაანონსა

პეკინმა აგვისტოში სკოლების გახსნა დაანონსა

0
70

[:ka]

ჩინეთის განათლების ორგანომ აგვისტოს ბოლოს, პეკინში სკოლების გახსნა დაანონსა.

დაწყებითი და საშუალო სკოლის მოსწავლეები აუდიტორიულ მეცადინეობებს შემოდგომის სემესტრისთვის 29 აგვისტოდან დაიწყებენ, სწავლა სხვადასხვა კლასებისთვის სხვადასხვა თარიღებში (29 აგვისტოდან – 7 სექტემბრის ჩათვლით) განახლდება, ნათქვამია განცხადებაში.

საბავშვო ბაღებში ბავშვები დაბრუნებას 8 სექტემბრიდან შეძლებენ, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის კი, საბავშვო ბაღი 11 სექტემბერს დაიწყება.

ყველა საგანმანათლებლო ინსტიტუცია მეცადინეობების გაგრძელებას, შესაბამისი ორგანოდან გაცემული ნებართვის შემდეგ შეძლებს.

მეცადინეობების განახლება იმ კოლეჯებში, რომელთაც მიღებული აქვთ ეპიდემიის პრევენციის შესაბამისი ზომები, 15 აგვისტოდან არის დაგეგმილი.

[:]