[:ka]რას გვთავაზობენ რობოტები ხვალინდელი მსოფლიოსთვის [:]

[:ka]

წარმოიდგინეთ, დილით იღვიძებთ თქვენ საწოლს კი, თქვენი დიასახლისი რობოტი ასწორებს,  იატაკს წმენდს და  საუზმეს გიმზადებთ. რამდენიმე წუთში კი ავტომობილი მძღოლის გარეშე ბავშვებს სკოლაში ტოვებს, რობოტი ექთანი კი თქვენ მოხუც მშობლებს უვლის.

თქვენ მიდიხართ სამსახურში, მხოლოდ იმიტომ, რომ შეამოწმოთ რობოტებმა, როგორ შეასრულეს თქვენი გასაკეთებელი სამუშაოს ნაწილი.

ეს ფიქრები ოდესღაც მეცნიერების ფანტასტიკურ განვითარებაზე მიგვითითებდა, მაგრამ ახლა რობოტები უფრო ხშირად გვხვდებიან რეალურ ცხოვრებაში.

შეხვდით ალფა 2  (Alpha 2)

ხმით კონტროლირებადი ჰუმანოიდი რობოტის Alpha 2 – ის წარდგენა, პეკინში, WRC 2017 – ზე. 2017 წლის 24 აგვისტო. [ფოტო/IC]

– გამარჯობა ალფა, მე დავბრუნდი.

– გამარჯობა, კეთილი იყოს შენი მობრძანება სახლში, განაცხადა ალფამ, როდესაც სახლში სინათლეს ანთებდა, ტელევიზორსა და კონდიციონერს რთავდა.

ხმით კონტროლირებადმა ჰუმანოიდმა, ალფა 2 – მა პეკინში, რობოტების გამოფენაზე (WRC 2017) დამსწრე საზოგადოება მოხიბლა.

ჩინური ფირმის UBTech Robotics – ის  მიერ შექმნილ ალფა 2 – ს შეუძლია ნებისმიერი საოჯახო საქმის შესრულება, ცეკვა და ძილის წინ ბავშვებისთვის სხვადასხვა ისტორიების მოყოლა.

“რობოტებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ სახლში, რადგან ისინი საუკეთესო კომპანიონები არიან და ამავდროულად სახლის საქმეებს უპრობლემოდ ასრულებენ “ – განაცხადა ლი ჭენმა, UBTech – ის გენერალურმა მენეჯერმა. “ მოხუცების, რომლებსაც უჭირთ   ტელევიზორისა და კონდიციონერის დისტანციური მართვის მოწყობილობის მოტანა ან მოძებნა სანერვიულო აღარაფერი აქვთ, რადგან – დღეიდან ამ საქმეს რობოტები მიხედავენ.”

როდესაც ფანტაზია უფრო მეტად დაემსგავსება რეალობას და დამხმარე რობოტებს ადამიანები სახლებში მიიღებენ, მაშინ  საოჯახო რობოტ ალფა 2 – ს სხვადასხვა ახალი ფუნქციები დაემატება.

მიმწოდებელი რობოტები  

JD.com – ის დრონის წარდგენა პეკინში, რობოტების გამოფენაზე, 2017 წლის 23 აგვისტო. [ფოტო/IC]

საგამოფენო დარბაზის სხვა კაბინაში, ჩინური ელექტრონული კომერციის ფლატფორმა JD.com – მა მისი კურიერი რობოტი დრონი წარადგინა.

თუ მომავალში მას ფართო მომხმარებელთა წრე ეყოლება, ეს ხარჯებს შეამცირებს და უფრო ეფექტურს გახდის ლოჯისტიკის სექტორს.

JD.com – ის პიარის განყოფილების უფოროსის, ჭანგ ჭ’თუნგის- ის განცხადებით, კომპანია თეთრ რობოტ კურიერს იყენებს, რომელიც 200 კილომდე იწონის.

რობოტ-კურიერს, შეუძლია დაბრკოლებებს თავი აარიდოს, მაგრამ ის ძირითადად ცენტრალურ უბნებში გამოიყენება, გარეუბნებისთვის JD.com  მა სპეციალური დრონი შექმნა, რომელსაც ამანათების მიწოდება მთებზე, ტყეებსა და ტბებზე გადაფრენით შეუძლია.

ჭანგის ინფორმაციით, ათობით დრონს  შაანსის პროვინციის ქალაქ სიში და ძიანგსუს პროვინციის ქალაქ სუციენში იყენებენ. გასულ თვეს,  დრონებმა 3000 შეკვეთის მიწოდება შეძლეს სუციენში.

ჩინეთის ლოჯისტიკის ხარჯები 2016 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის – 14.9% იყო. “ლოჯისტიკის ნაკლებ ხარჯს ჩინურ საზოგადოებაზე უკეთესი გავლენა ექნება”

ჭანგი არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ რობოტები ადამიანებს სამსახურს წაართმევენ.

“ტექნოლოგიური რევოლუცია, უმუშევრობასთან არ მიგვიყვანს, ეს ადამიანებს ახალ სამუშაო ადგილებს შეუქმნის, ადგილზე მიწოდების სერვისში მომუშავე ადამიანებს შეუძლიათ ისწავლონ თუ, როგორ მართონ რობოტები ან დრონები” – განაცხადა ჭანგმა.

ჯანმრთელობაზე მზრუნავი რობოტები (Healthcare robots)

რობოტი Bestic – ის წარდენა პეკინში რობოტების გამოფენაზე, რომელიც – ადამიანს საკვების მიღებაში ეხმარება. 2017 წლის 23 აგვისტო [ფოტო/Chinadaily.com.cn]

მაშინ როდესაც რობოტები ამანათებს მოგაწვდიან, რობოტი Bestic -ი საკვების მიღებაში დაგეხმარებათ.

შვედეთში დაფუძნებული Camanio Care – ის რობოტი Bestic -ი საკვების მიღების დახმარების მიზნით ადამიანის მხრის მოძრაობებს ასრულებს, ეს განსაკუთებით საინტერესოა მოხუცი ადამიანებისთვის და იმათთვის, ვისაც ზედა კიდურების მოძრაობა უჭირს.

პეკინში მდებარე Zhongrui Funing Robotics Technology კომპანიის ხელმძღვანლის, ლუ თუნგხუას განცხადებით, Bestic – ის რობოტების ფასი სხვა ქვეყნებში 4000 ევრო იქნება, ხოლო უშუალოდ, ჩინეთის ტერიტორიისთვის ფასი ჯერ არ დაუდგენიათ.

მისი ინფორმაციით, რობოტი მომავალში საკვების მიღების ჩინურ კულტურას აითვისებს, “ მაგალითად ჩინელ მოხუცებს ლაფშისა და სუპის მაგვარი საკვების მიღება ურჩევნიათ, რისთვისაც მხოლოდ კოვზი საკმარისი არ არის.”

მან განაცხადა, რომ ათობით საექთნო სახლმა, რობოტების შეძენის სურვილი გამოთქვა.

თუ რობოტები შეძლებენ ადამიანებს საკვების მიღებასა და დაბანაში დაეხმარონ, რა მოხდება თუ თქვენი ექიმიც რობოტი აღმოჩნდება? როდესაც რობოტი Da Vinci ქირურგის ფუნქციებს ითვისებს, მაშინ ეს რეალობა შორს არ არის.

რობოტების კონფერენციის საგამოფენო დარბაზში გაშვებულ ვიდეოში კარგად ჩანს, თუ როგორ აკეთებს ღვიძლის ოპერაციას – ადამიანის მიერ კონტროლირებადი, ქირურგი რობოტი.

Da Vinci – ის ქირურგიული სისტემა, ამერიკული კომპანიის Intuitive Surgical – ის მიერ არის დამზადებული, რომელიც რთული ქირურგიული ოპერაციების გასამარტივებლად არის შექმნილი, ამავდროულად ნაკლებ ინვაზიურ მიდგომას მოითხოვს და ქირურგის მიერ, დისტანციური მართვის მოწყობილობით კონტროლირდება.

ჩინეთი 60 – მდე ძვირადღირებული Da Vinci – ის ქირურგიული სისტემით არის აღჭურვილი, რომლებმაც 2016 წელს 1000 – ზე მეტი ოპერაცია ჩაატარეს.

აპლიკაციების სიმრავლე

რობოტის გამოსვლა პეკინში, WRC 2017 – ზე. 2017 წლის 24 აგვისტო. [ფოტო/IC]

რობოტების შესაძლებლობები არ შემოიფარგლება მხოლოდ სახლში მომსაუხრებით, ამანათების მიწოდებით ან ჯანმრთელობაზე ზრუნვით, მათ ასევე ხანძარის ჩაქრობისთვის, რესტორნებში მაგიდის დაჯავშვნისთვის და ახალი ამბების დაწერისთვისაც იყენებენ. რობოტექნიკის ბაზარი ფართოვდება.

რობოტების საერთაშორისო ფედერაციის გათვლით ჩინეთის რობოტების ინდუსტრია $6.28 მილიარდი ეღირება, იმაზე დაყრდნობით, რომ  2015 წელს ამ მაჩვენებელმა $5 მილიარდს მიაღწია.

ჩინეთს ახლა კრიტიკული პერიოდი აქვს,  რაც “დამზადებულია ჩინეთში 2025” პროექტით აიხსნება, რომლის ფარგლებშიც ჩინეთი წარმოების განვითარებას გეგმავს, რაც საქონლის ღირებულებას გაზრდის, ამ გეგმაში რობოტექნიკის განვითარებაც შედის.

რობოტებს ყველა ქალაქში კარგად არ მიიღებენ, ადამიანებს შეეშინდებათ, რომ რობოტებმა ზიანი არ მიაყენონ მათ. მსოფლიოს გარშემო, მეცნიერები გაეროს სთხოვენ, რომ შეწყვიტონ “მკვლელი რობოტების” წარმოება და პოპულარიზაცია.

ვანგ ფვეი’იუ, ავტომატიზაციის ინსტიტუტთან და მეცნიერების ჩინურ აკადემიასთან ერთად სხვანაირად ფიქრობს და სჯერა, რომ ადამიანები არ უნდა ნერვიულობდნენ ხელოვნურ ინტელექტზე.

“ზოგისთვის ეს კატასტროფაა, რომელიც საბოლოოდ უმუშევრობასთან მიგვიყვანს”, განაცხადა ვანგმა. “ მაგრამ ეს ასე არ არის. მაშინ,  როდესაც ორთქლის მანქანა ინდუსტრიულ რევოლუციად ითვლებოდა, ადამიანებს ანალოგიური შიშები ჰქონდათ, მაგრამ ისინი შეუცვლელები არიან, ადამიანებს ისევ აქვთ სამსახური, ამაში კი სხვადასხვა მოწყობილობები ეხმარებიან.”

ის ვარაუდობს, რომ მოკლევადიან პერიოდში შეიძლება სხვადასხვა პრობლემური საკითხი წამოიჭრას, მაგრამ სჯერა, რომ მსოფლიო ამის დაძლევას შეძლებს.

“გრძელვადიანი პერიოდისთვის, რობოტები ადამიანის გასაკეთებელ სამუშაოს ვერ შეცვლიან, შეიძლება, საქმის  90%  რობოტების დახმარებით შესრულდეს, არ დაგვავიწყდეს, რომ ადამიანები ოსტატები არიან და არა ხელოვნური ინტელექტის მქონე მსახურები.”

[:]

კომენტარის დატოვება