[:ka]ჩინეთის საზოგადოება : განათლება ჩინეთში[:]

[:ka]

ჩინეთში მშობლები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ თავიანთი შვილების სწავლა-განათლებას. ცდილობენ, ბავშვებმა ადრეულ ასაკშივე მაქსიმალური ცოდნა მიიღონ. საინტერესოა, რომ სკოლის მოსწავლეები განსაკუთრებით დაკავებული არიან. მათი გრაფიკი დილიდან საღამომდე სკოლაში გაკვეთილებზე დასწრებას გულისხმობს, სახლში დაბრუნების შემდეგ კი საშინაო დავალებას ასრულებენ. გარდა ამისა, საფეხურების დასაძლევად მათ გამოცდის ჩაბარებაც უწევთ ხოლმე.

თავდაპირველად პატარები ორი-სამი წლის ასაკში საბავშვო ბაღებში იწყებენ სიარულს და ექვს წლამდე იქ სწავლობენ. სკოლამდელი განათლება არ არის სავალდებულო. აღსანიშნავია, რომ ამგვარ სასწავლებლებში ყურადღება ექცევა ინგლისური ენის სწავლებას. ბავშვები სულ მცირე ასაკიდან იწყებენ ამ უცხო ენის სწავლას.

ექვსი წლის ასაკში ბავშვი იწყებს სკოლაში სიარულს და მისთვის ცხრაწლიანი განათლება არის სავალდებულო. დაწყებითი ეტაპი მოიცავს 6 კლასს, ხოლო საშუალო საფეხურის პერიოდი 3 წელია. საშუალო საფეხურის დასრულების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია სწავლის გაგრძელება ან დასრულება. მაღალ საფეხურზე განათლება სამწლიან პერიოდს მოიცავს. ამ საფეხურზე რამდენიმე ტიპის სასწავლებელი არსებობს, მაგალითად, ზოგადი განათლების, ტექნიკური, პროფესიული და სხვა.  მაღალი საფეხურის სასწავლებლებში სწავლის დაწყებამდე მოსწავლეებმა გამოცდა უნდა გაიარონ, რომელსაც “ჭუნგქაოს” უწოდებენ. ამ გამოცდაზე მიღებული ნიშნის მიხედვით ხდება სტუდენტების სასწავლებლებში განაწილება.

მაღალი საფეხურის სასწავლებლის დასრულების შემდეგ უნივერსიტეტში მისაღები გამოცდის ანუ “კაოქაოს” პერიოდი დგება. ამ გამოცდაზე ძალიან დიდი კონკურენცია არის ხოლმე. მიღებული შედეგების მიხედვით მსურველებს შეეძლებათ ამა თუ იმ სასწავლებელში სწავლა. ჩვეულებრივ, ბაკალავრის ხარისხის მისაღებად ოთხწლიანი სწავლაა საჭირო, მაგისტრატურის დასრულებას 2 ან 3 წელი სჭირდება, დოქტორანტურის პერიოდი შეიძლება 5 წელიც კი გაგრძელდეს.

კანონმდებლობის მიხედვით, ჩინეთში ვაჟებს 22 წლამდე არ შეუძლიათ დაქორწინება, ხოლო გოგონებისთვის ეს შეზღუდვა 20 წლამდეა. ვაჟებს, ჩვეულებრივ, ბაკალავრის ხარისხი უნდა ჰქონდეთ მიღებული. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ დაქორწინებას.

ჩინეთში სკოლის მოსწავლის ცხოვრება საკმაოდ შრომატევადია, თუმცა სკოლის შემდეგ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდი შედარებით მსუბუქია და სტუდენეტებს გართობის მრავალი საშუალება აქვთ.

[:]

კომენტარის დატოვება