Home "ჩინეთის ექსპერტი 2017" ჩინეთის საზოგადოება: სამგზავრო მატარებლები

[:ka]ჩინეთის საზოგადოება: სამგზავრო მატარებლები[:]

0
5565

[:ka]

მატარებელი  ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი და ხელმისაწვდომი ტრასნპორტია ჩინეთში. დროთა განმავლობაში  არა მხოლოდ მატარებლის მგზავრობის პირობები უმჯობესდება, არამედ თვითონ სადგურებიც მრავალი სახის კომფორტს გვთავაზობს.

ჩინეთში მატარებლები იყოფა რამდენიმე სახეობად. ისინი განსხვავდება სიჩქარისა და მომსახურების მიხედვით. დაბალი ხარისხის მატარებლის ბილეთები საკმაოდ იაფი და თითქმის ყველასთვის ხელმისაწვდომია, ხოლო სწრაფი და კომფორტული მატარებლის ბილეთის ფასი შეიძლება ავიაბილეთზე უფრო ძვირიც კი დაგვიჯდეს.

ჩინეთის მატარებლები აღინიშნება სპეციალური ლათინური ასოებით, რომლებიც მიუთითებენ სიჩქარესა და მომსახურების ხარისხზე. ეს ტიპები გახლავთ:

G _ კაოთიე ანუ მაღალი სიჩქარის მატარებელი არის ყველაზე კომფორტული და ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი  გადაადგილების საშუალება. მისი სიჩქარე მერყეობს 250-400 კმ/სთ-ის ფარგლებში. მაგალითად, პეკინიდან შანხაიმდე ( ≈1,318 კმ ) საშუალოდ 5-6 საათია საჭირო.

D _ სისწრაფით და კომფორტით მეორე სახის მატარებელია, რომლის ფასებიც მეტ-ნაკლებად ხელმისაწვდომია და სიჩქარე მერყეობს 200-250კმ/სთ-ის ფარგლებში.

C _ ამ ტიპის მატარებელი მოძრაობს მხოლოდ მახლობელ ქალაქებს შორის და 350კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს, მაგალითად, პეკინი-თიენძინის მატარებელი.

Z _ არის შედარებით ნელი, 160კმ/სთ-ის სიჩქარის მქონე, ნაკლებად კომფორტული მატარებელი.

T _ 140კმ/სთ სიჩქარის მქონე მატარებელია, რომელსაც საბოლოო პუნქტამდე სულ რამდენიმე გეგმიური გაჩერება აქვს.

K _ მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელწოდება ითარგმნება, როგორც სწრაფი მატარებელი, ზემოაღნიშნულ მატარებლებთან შედარებით, იგი ყველაზე ნელია _ 120კმ/სთ.

გარდა ამისა, არსებობს მატარებლები ლათინური ასოების გარეშე, რომელთა სიჩქარე საშუალოდ 100 კმ/სთ-ია.

პირადად ჩემი აზრით, უცხოელი მოგზაურებისთვის ყველა ტიპის მატარებლის გამოცდა ღირს, რათა  სხვადსხვა  ფენის  საზოგადოებასთან ჰქონდეთ ურთიერთობა და უკეთ გაეცნონ ჩინეთს, შედეგად, საკუთარი გამოცდილებაც უფრო მრავალფეროვანი გახადონ.

 [:]

NO COMMENTS