[:ka]საზოგადოება: მოედნის ცეკვები ჩინეთში [:]

[:ka]

ჩინეთის ქალაქებში სეირნობისას თქვენ ყურადღებას აუცილებლად მიიქცევს შუახნის და მოხუცი ადამიანები. უმეტესწილად ქალბატონების ჯგუფი, რომლებიც მუსიკის  ფონზე მხიარულად ცეკვავენ. მათი მოძრაობები მარტივია და მსუბუქ ვარჯიშს უფრო წააგავს, თუმცა ზოგ შემთხვევაში ლათინო–ამერიკული ცეკვების შემსრულბელი წყვილებიც შეიძლება იპოვოთ.

მოედნის ცეკვები ხალხური შემოქმედების ნაწილია და მისი ძირითადი დანიშნულებაა ჯანმრთელობის ხელშეწყობა. ეს ცეკვები დიდი ხნის განმავლობაში განიცდიდა ცვლილებას. მისი მოძრაობები გადმოღებულია ნაციონალური, ლათინო–ამერიკული ან ქუჩის ცეკვებიდან, ამიტომაც ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში მოედნის ცეკვების მოძრაობებიც  განსხვავებულია. XX საუკუნის 90–იანი წლების შემდეგ ხელისუფლებამ  ქალაქებში მოედნის ცეკვის მოყვარულთა მხარდასაჭერად მოაწყო სპეციალური კულტურის მოედნები.

ერთი შეხედვით მარტივი მოძრაობების მელოდიის ფონზე შესრულება ადამიანებისათვის არამხოლოდ გართობის საშუალებაა, არამედ სხვა ბევრი სარგებელიც მოაქვს. პირველ ყოვლისა, იგი ამსუბუქებს სტრესს, განტვირთვის საშუალებას იძლევა და პოზიტიურ განწყობაზე აყენებს მოცეკვავეს. მოძრაოებების სწავლა და გამეორება აუმჯობესებს მეხსიერებას და ეხმარება ადამიანს შეანელოს ასაკის მატების შედეგად მეხსიერების დაქვეითების პროცესი.  მოედნის ცეკვები ერთგვარი ფიზიკური ვარჯიშია, რომელიც ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევისა და სასუნთქი  სისტემის გაუმჯობესებასა და კუნთების გაძლიერებას. მათ, ვისაც ზედმეტი წონა აწუხებს, მოედნის ცეკვები ერთ-ერთი საშუალებაა სავარჯიშოდ. გარდა ამისა, ვარჯიშის ეს ფორმა აძლიერებს იმუნიტეტს.

ერთი შეხედვით უწყინარი, სასარგებლო და მხიარული ვარჯიშის ფორმას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს.  მოედნის ცეკვები წარმოუდგენელია მელოდიის გარეშე,  ვრცელი ტერიტორიისთვის ხმამაღლა ჩართული მელოდია გარშემო მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს, რის გამოც ხელისუფლებას რეგულაციების დაწესება მოუწია პრობლემების გადასაწყვეტად. თუმცა, მიუხედავად წინააღმდეგობისა, ჩინეთში მოგზაურობისას შეუძლებელია ერთხელ მაინც არ შეხვდეთ მხიარულად მოცეკვავე ქალაბტონებსა და ბატონებს.

 [:]

კომენტარის დატოვება