[:ka]საზოგადოება: მუშაობა და დასვენება ჩინეთში [:]

[:ka]

სულ უფრო მეტი ადამიანი ეძებს ჩინეთში მუშაობის შესაძლებლობას. მუშაობის დაწყებამდე ყველასთვის სასურველია, გაეცნოს ჩინეთის სამუშაო კოდექსს და გაარკვიოს საკუთარი უფლება-მოვალეობანი.  შრომატევადი სამსახურის შემდეგ კი სასიამოვნო დასვენებაც აუცილებელია …

დღიურმა სამუშაო საათმა არ უნდა გადააჭარბოს 8 საათს, ხოლო კვირაში ძირითადი სამუშაო დრო არ უნდა იყოს 44 საათზე მეტი. ყველა დასაქმებულმა კვირაში ერთი დღე მაინც აუცილებლად უნდა დაისვენოს. საყოველთაოდ აღიარებული დასვენეების დღეებია: 1-ლი იანვარი, გაზაფხულის დღესასწაული, შრომის საერთაშორისო დღესასწაული, ეროვნული დღესასწაული და კანონის მიხედვით დადგენილი რომელიმე სხვა დღესასწაული, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც. დამსაქმებელს შეუძლია დასაქმებულს მოსთხოვოს, დღიურად დამატებით ერთი საათით მუშაობა, თუ დასაქმებულის ჯანმრთელობას საფრთხე არ ექმნება. დამატებითმა სამუშაო დრომ 3 საათს არ უნდა გადააჭარბოს. თვეში დამატებით შესრულებულმა სამუშაომ არ უნდა გადააჭარბოს 36 საათს და დასაქმებული ანაზღაურებით უნდა უზრუნველყონ. სამუშაო დღეს დამატებითი ანაზღაურება ჩვეულებრივ რეჟიმზე 1.5-ჯერ მეტია, შაბათ-კვირას მუშაობის შემთხვევაში-2-ჯერ მეტი, ხოლო სახელმწიფოს მიერ დადგენილ დღესასწაულებზე მუშაობის შემთხვევაში – 3-ჯერ მეტი.

ჩინეთში ცხოვრებისას მოგზაურობა ერთ-ერთი ყველაზე კარგი დასვენების ფორმაა. თავად ჩინელ ხალხსაც ძალიან უყვარს მოგზაურობა. ორი ძირითადი ფორმა არსებობს მოგზაურობისათვის: ტურისტულ ჯგუფთან ერთად მოგზაურობა და მარშრუტის თავად დაგეგმვა. დამოუკიდებლად მოგზაურობის შემთხვევაში, მაღალი მოთხოვნის გამო ბილეთები რამდენიმე თვით ადრე უნდა შეიძინოთ და სასტუმროებშიც ოთახები ადრევე უნდა დაჯავშნოთ.  მატარებლის ბილეთების ფასები ფიქსირებულია, ხოლო თვითმფრინავის ბილეთები ს ფასი შეიძლება შეიცვალოს. რაიმე ადგილის დათვალიერებისას მზად უნდა იყოთ გრძელ რიგში დგომისა და ხალხმრავლობისათვის, განსაკუთრებით დასვენების დღეებში. თუკი ტურისტების ჯგუფთან ერთად მიემგზავრებით, მაშინ შედარებით მარტივადაა საქმე. მომსახურების შეძენა საკმაოდ მარტივია ინტერნეტის საშუალებით, თუმცა ამ შემთხვევაშიც სულ ცოტა ერთი თვით ადრე უნდა დაიჭიროთ თადარიგი. ტურისტულ ჯგუფთან ერთად მოგზაურობა საკმაოდ საინტერესოა იმ მხრივაც, რომ უფრო კარგად ეცნობი საზოგადოებას და ისეთ გამოცდილებას იღებ, რომელსაც სხვა შემთხვევაში ვერ მიიღებდი…

ჩინეთში უსასრულოდ შეიძლება მოგზაურობა და სანტერესო ადგილების აღმოჩენა,  ამიტომ აუცილებელიც კი არის დამღლელი მუშაობის შემდეგ დასვენების ფორმად სხვადასხვა ადგილის სტუმრობა აირჩიოთ.

[:]

კომენტარის დატოვება