[:ka]საოცარი ჩინეთი: ახალი პერსპექტივა[:]

[:ka]

უფრო და უფრო მეტი უცხოელი მოგზაურობს, სწავლობს და მუშაობს ჩინეთში. მათი უმეტესობა აღფრთოვანებულია ქვეყნის კულტურითა და ეკონომიკის სწრაფი განვითარებით. მობილურის დახმარებით ისინი ტვირთავენ და უზიარებენ მეგობრებს ჩინეთში გადაღებულ ფოტოებს, რომლებიც ინოვაციურ ჩინეთსა და წარმატებულ ადამიანებს ასახავს.

ვებ-გვერდზე ატვირთული ფოტოკრებულის დასახელებაა: “Forging ahead (2012-2017): Amazing China- A fresh perspective” ( წინსვლა (2012-2017) : საოცარი ჩინეთი – ახალი პერსპექტივა), ფოტოები უცხოელების მიერ ბოლო 5 წლის განმავლობაშია გადაღებული და შერჩეულია იმ დიდი რაოდენობიდან, რომლებსაც ეტაპორივად შემოგთავაზებთ.

შეერთებული შტატების მოქალაქე ბრაიენ შაპირო და მისი ჩინელი მეუღლე – ჭანგ ვანი ჩინურ ტრადიციულ ქორწილს აღნიშნავენ, ჩაოიანგი, პეკინი. 2016 წლის 12 ივნისი. [ფოტო/Akash Ghai (United States)/For China Daily]
მხატვარი მუშაობს მაღაზიაში და რელიგიურ ნახატს გრაგნილზე ყიდის. 2017 წლის 13 სექტემბერი, პეკინი. [ფოტო/Kalpana Ghai (India)/For China Daily]
უცხოელი სტუდენტები ჩინელ მძღოლთან ერთად სამახსოვრო სურათს იღებენ, მძღოლმა გოგონებს მგზავრობის საფასური არ გამოართვა. 2017 წლის 3 ივლისი, პეკინი. [ფოტო/Julia Hatzinger (Germany)/For China Daily]

ხუნანის პროვინცია, ჭანგძიაძიეს მთები, 2016 წლის 8 აგვისტო. [ფოტო/Doan Bao Ngoc (Vietnam)/For China Daily]
შაანსის პროვინცია, სი’ან. ტერაკოტას არმიის მუზეუმი. 2016 წლის 31 დეკემბერი. [ფოტო/Lee Mckelvey (United Kingdom)/For China Daily]
ცენტრალური ბიზნეს უბანი პეკინში. 2017 წლის 17 სექტემბერი. [ფოტო/Ehrard Vermaak (South Africa)/For China Daily]

ავღანელი ბავშვი, რომელსაც გულის თანდაყოლილი მანკი აქვს. სინძიანგის სამედიცინო უნივერსიტეტის საავადმყოფოსგან, სადაც მას უფასოდ მკურნალობენ და უვლიან, 12 სექტემბერს საჩუქრები მიიღო, ჩინეთის წითელი ჯვრის ასოციაციამ შეიფარა და უფასოდ მკურნალობს  21 ავღანელ ბავშვს, რომელეთაც გულის თანდაყოლილი მანკი აქვთ. [ფოტო/Rafiullah Ayoubi (ავღანელი, ბავშის მამა)/For China Daily]
[:]

კომენტარის დატოვება